იანვრის სამი საუკეთესო ლეგიონერი Sportall.ge-ს ვერსიით

AutoSharing Option
საიტის რედაქციამ იანვრის სამი საუკეთესო ლეგიონერი დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი და გულშემატკივრების მოსაზრებები, ამჯერად, სრულად დაემთხვა.

Sportall.ge-ს მკითხველებმა იანვრის საუკეთესო ლეგიონერი გამოავლინეს

თვის საუკეთესო ლეგიონერი 11 ქულით იტალიური სერია A-ს ფორვარდი ლევან მჭედლიძე გახდა. მან იანვარში ორი გოლი გაიტანა ევროპის ერთ-ერთ ელიტურ ჩემპიონატში. აღსანიშნავია, რომ ლევანი ჩვენი დეკემბრის თვის რჩეულიცაა.

9 ქულით მეორე ადგილზე გავიდა პორტუგალიური პრიმეირას "მორეირენშეს" მეკარე გიორგი მაკარიძე. მაკარიძემ ამ თვეში პორტუგალიის ლიგის თასი მოიგო და ფანტასტიკურად ითამაშა.

4 ქულით მესამეა ჰოლანდიური ერედივიზიეს "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია.
მიუხედავად იმისა, რომ კაშია მცველია, მან იანვარში გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.

ნომინანტთა შორის იყვნენ, მაგრამ ქულები არ მიუღიათ ჯაბა კანკავას ("რეიმსი", საფრანგეთი), ნიკა კაჭარავას ("ეთნიკოსი", კვიპროსი), ირაკლი შეყილაძეს ("ტუტოკუოიო", იტალია) და სანდრო კობახიძეს ("გიოზთეფე", თურქეთი).
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს სამეული საუკეტესოა სააქარტველოს პეხბურტელტააა სორის ნაკრების კარი მაკაარიდზემ უნდა დაიცვას ააქ ორი აზრი არ არსებობს პორტუგაალიაა რუსეტის ცემპიონატს 100 ტავიტ ჯობი ნომერ პირველი მეკაარე მააკარიზე
ledi
15:30 03-02-2017
0
დააფასეთ მაკარიძე გუშინაც პენალი მოიგერია
გიორგი
17:09 03-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული