როგორც ირკვევა, ჯანომ მუხლი "ოსიეკთან" (1:1) ჩატარებულ წინა ტესტ-მატჩში იტკინა და მიუხედავად იმისა, რომ დაზიანება სერიოზული არაა, "სპარტაკის" სამწვრთნელო შტაბმა მისი დასვენება მაინც გადაწყვიტა.
უცნობია, "სპარტაკი"-"რუბინის" სპარინგში მონაწილეობას მიიღებს თუ არა ყაზანელთა მცველი საბა კვირკველია. ყოველ შემთხვევაში, ქართველი ფეხბურთელი "რუბინის" სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა.