რატომ არ შეიყვანა "კრასნოდარმა" თორნიკე ოქრიაშვილი ევროპალიგის განაცხადში

AutoSharing Option
ხვალ, 16 თებერვალს, ევროპალიგის 1/8-ფინალური ეტაპის მატჩები გაიმართება. თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარი" შინ თურქულ "ფენერბახჩეს" მიიღებს.

ოქრიაშვილი "კრასნოდარში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გასული წლის სექტემბერში გადავიდა, როცა სატრანსფერო ფანჯარა დახურული იყო, ამიტომ იმ დროისთვის მისი ევროპალიგის განაცხადში შეყვანა ვერ მოხერხდა. მაშინ ითქვა, რომ ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, თორნიკეს "კრასნოდარი" პლეი-ოფებისთვის განაცხადში შეიყვანდა, თუმცა... უეფას ოფიციალურ საიტზე "კრასნოდარის" განაცხადში ქართველი ვერ ვიპოვეთ.

აღმოჩნდა, რომ ოქრიაშვილი კვლავ განაცხადს მიღმაა, მიზეზის გასარკვევად კი მის აგენტ, მამე ამიროვს დავუკავშირდით. აგენტის თქმით, მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ეროვნული
ნაკრების ფეხბურთელი განაცხადს მიღმა დარჩა, ისაა, რომ კლუბს სხვა პოზიციებზე პრობლემები ჰქონდა, ოქრიაშვილი კი წელს რუსეთის ჩემპიონატისთვის შემოინახეს.

ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ "კრასნოდარი" რომც გაცდეს "ფენერბახჩეს" და 1/4-ფინალში გავიდეს, ოქრიაშვილი წელს ევროპალიგაზე ვეღარ ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ასე გვეშველება რამე?
rezi
16 თებერვალი 2017 12:11
0
მეგონა დიდ ფეხბურთს ითამასებდა-არა შეჯდა მწყერი ხესა........................
ქუთაისელი
16 თებერვალი 2017 12:11
0
კმაყოფილები იმიტომ არიან რომ რუსეთში კარგი ხელფასებია
123
16 თებერვალი 2017 12:04
0
ეს არის ტიპიური გულიანკა ქართველი ერთხელ ითამაშებს და ვსო :D:D:D ამისგან არასოდეს არ დადგება პროფესიონალი :D:D:D:D
ika
16 თებერვალი 2017 10:27
0
მაინც თავქუდმოგლეჯილები რუსეთში გარბიან და დიდი კმაყოფილები არიან.
soso
16 თებერვალი 2017 02:17
0
რა არი ამაში გასაკვირი?
123
15 თებერვალი 2017 23:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული