მოსკოვის "ლოკომოტივს" საბა კვირკველიას შეძენა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სურს

AutoSharing Option
რუსული საიტები კვლავ წერენ საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ცენტრალურ მცველ საბა კვირკველიას შესაძლო ტრანსფერზე მოსკოვის "ლოკომოტივში".

"რკინიგზელები" 25 წლის ქართველი ფეხბურთელის დამატების მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე აპირებენ და ყაზანურ კლუბთან მოლაპარაკებებს აგრძელებენ.

riafan.ru-ს ცნობით, შეკრებაზე მყოფი "ლოკომოტივი" სათამაშო სქემას სამი ცენტრალური მცველით ამუშავებს, გუნდის მთავარი მწვრთნელი იური სიომინი კი ერთი მცველის დამატებას ითხოვს და მოსკოველები არჩევანს სწორედ კვირკველიაზე აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კვირკველიას "რუბინის" მაისურით ჩემპიონატის არცერთ მატჩში უთამაშია. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ყაზანური კლუბი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერში
5 მლნ ევროს ითხოვს. რუსეთში სატრანსფერო ფანჯარა 24 თებერვალს იხურება.

რუსეთის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში "რუბინი" და "ლოკომოტივი" 23-23 ქულით მეცხრე-მეათე ადგილებს იყოფენ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რუსეტი ზირავს ცჰვენ ვარსკლავებს...
batumeli bichi
19:25 19-02-2017
0
ikneb mozildes, am dampal espanel mtvrnels, tarmatebebi saba, gamova eg transferi.
kai bichi
16:28 18-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული