საბა კვირკველიას ტრანსფერი მოსკოვის "ლოკომოტივში" გადაწყვეტილია?

AutoSharing Option
საბა კვირკველია, დიდი ალბათობით, მოსკოვის "ლოკომოტივში" ითამაშებს. საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ცენტრალური მცველის შესაძლო ტრანსფერზე რუსული ვებგვერდების მიერ გავრცელებული ინფორმაცია გუშინ "ლელოსაც" დაუდასტურეს...

ცნობილია, რომ მოსკოვის "ლოკომოტივს" კვირკველიას შეძენა ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე სურდა. წინა ჩემპიონატში 25 წლის ქართველი სასტარტო შემადგენლობის შეუცვლელი მოთამაშე გახლდათ, მაგრამ ყაზანელთა ესპანელმა მწვრთნელმა ხავი გრასიამ მიმდინარე ჩემპიონატის პირველ წრეში ერთი წუთითაც არ ათამაშა.

თავად კვირკველია ამ საკითხზე ღიად ვერ ილაპარაკებს, მხოლოდ მიგვანიშნებს მიზეზებზე. არსებობს ვერსია, თითქოს მას საქართველოს ნაკრებში თამაშს არ პატიობენ, ხოლო ესპანელი
მწვრთნელი კლუბის ხელმძღვანელთა დავალებას ასრულებს.

ძნელი სათქმელია, რამდენად ახლოსაა ეს ვერსია რეალობასთან, ფაქტი კი ის არის, რომ ქართველ მცველს სერიოზული პრობლემა შეუქმნა "რუბინმა", რომელიც არც ისე დიდი ხნის წინათ ქართველებისთვის თბილი ბუდე იყო. სწორედ ქართველებისადმი კარგად განწყობილი იური სიომინი ადრეც იყო დაინტერესებული კვირკველიას აყვანით.

მოსკოველებმა ყაზანური კლუბის ხელმძღვანელებს თებერვალში კიდევ ერთხელ მიმართეს - "ლოკომოტივს" კვირკველიას საკითხის მოგვარება სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ანუ 24 თებერვლამდე სურს.

როგორც ამბობენ, ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია და კვირკველია მალე "ლოკომოტივში" გადავა. ყაზანელები ამ გარიგებაში 5 მილიონ ევროს ითხოვდნენ, თუმცა, მოსკოველები ტრანსფერის გამოსყიდვას არ აპირებენ და მეორე მხარეს მხოლოდ იჯარაზე ელაპარაკებიან.

იმედია, ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე მოედანს მალე დაუბრუნდება და ძველებურადაც ათამაშდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
დათოს, ერთი მაინტერესებს სად თამაშობენ ქართველები უკეთეს ჩემპიონატებში ვიდრე რუსეთში და სად არ "კლავენ" ჩვენ ფეხბურთელებს .ოღონდ არ დამიწყოთ ახლა პოლიტიკა.თითო ოროლა ქართველი თამაშობს უარეს გუნდებში დასავლეთ ევროპაში.
jumber
18:17 20-02-2017
0
წარმატებები საბას!
GERCHI
19:33 20-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული