რევიშვილმა და ფალავანდიშვილმა "დაჩიასთან" კონტრაქტები გააფორმეს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი კარიერას მოლდოვის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსან "დაჩიაში" გააგრძელებს.

რევიშვილმა მოლდოვურ კლუბთან კონტრაქტი დღეს გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, ქართველი მეკარე "დაჩიაში" სეზონის ბოლომდე დარჩება. შეგახსენებთ, რომ რევიშვილი ბოლოს თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავდა.

დღესვე "დაჩიასთან" კონტრაქტი გააფორმა ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილმა ნახევარმცველმა გუგა ფალავანდიშვილმა. რევიშვილის მსგავსად, ფალავანდიშვილიც "დაჩიაში" სეზონის ბოლომდე გაჩერდება, შემდეგ კი "ეთნიკოსს" დაუბრუნდება, რომელმაც მისი დარეგისტრირება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ვერ შეძლო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული