გუგა ფალავანდიშვილი: "დაჩიაში" მხოლოდ სათამაშო პრაქტიკისთვის გადავედი

AutoSharing Option
მოლდოვური "დაჩიას" ახალწვეულმა გუგა ფალავანდიშვილმა ტრანსფერთან დაკავშირებით პირველი კომენტარი Sportall.ge-სთან გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ნახევარმცველმა მოლდოვურ კლუბთან დღეს კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.

- რევიშვილმა და ფალავანდიშვილმა "დაჩიასთან" კონტრაქტები გააფორმეს

"ვარიანტები არა მხოლოდ "ეთნიკოსიდან", არამედ ლიტვის და ლატვიის ჩემპიონატის კლუბებიდანაც მქონდა. ვუნდოდი "დაჩიასაც". ვინაიდან "ეთნიკოსს" ჩემს დარეგისტრირებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, ალტერნატიული ვარიანტი უნდა მენახა და "დაჩია" ავირჩიე, რადგან ეს კლუბი მოლდოვის ჩემპიონატში საპრიზო ადგილებისთვის იბრძვის.

"დაჩიას" ჩემი ყიდვა სურდა, მაგრამ ჩემივე თხოვნით, კონტრაქტი ივნისამდე გაფორმდა, რის შემდეგაც "ეთნიკოსში" დავბრუნდები. აქ
მხოლოდ სათამაშო პრაქტიკისთვის გადმოვედი და იმედი მაქვს, ჩემპიონობისთვისაც ვიბრძოლებთ.

ცუდი ისაა, რომ პირველი ორი ტურის გამოტოვება მოგვიწევს. საქმე იმაშია, რომ მუშაობის უფლება სახელმწიფომ უნდა დაგვრთოს და ამას ორი კვირა დასჭირდება", - გვითხრა ფალავანდიშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
პრაქტიკა გარდაბანის "მძლეთამძლეშიც" გექნებოდა
svan
17:44 20-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული