ოფიციალურად: ელგუჯა ლობჯანიძე "ორენბურგის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
ქართველი თავდამსხმელი ელგუჯა ლობჯანიძე "ორენბურგის" ფეხბურთელი გახდა.

ამის შესახებ ინფორმაცია რუსული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ ლობჯანიძე "ორენბურგში" სინჯებზე იმყოფებოდა და რამდენიმე საკონტროლო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

აქვე გეტყვით, რომ "ორენბურგი" რუსულ პრემიერლიგაში გამოდის და სატურნირო ცხრილში 17 ტურის შემდეგ 12 ქულით მე-14 ადგილზეა.

აქამდე ლობჯანიძეს "ვიტ ჯორჯიაში", ქობულეთის "შუქურასა" და ბათუმის "დინამოში" უთამაშია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული