[ლეგიონი] დანიაში მათე ვაწაძემ ოთარ კაკაბაძესა და ბუდუ ზივზივაძეს მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 მარტს, დანიის სუპერლიგის 24-ე ტურში "ქართული დერბი" გაიმართა. ოთარ კაკაბაძის, ბუდუ ზივზივაძისა და ლაშა პარუნაშვილის გუნდმა "ესბიერგმა" საკუთარ მოედანზე მათე ვაწაძის "ვიბორგი" მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

ვაწაძე სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ის 85-ე წუთზე შეცვალეს. მათემ თანაგუნდელთა პირველ ორ გოლში მიიღო გარკვეული მონაწილეობა, მასპინძელთა კარში მესამე გოლი კი კაკაბაძის მიერ დაცული ფლანგიდან გავიდა. ოთარმა
შეუცვლელად ითამაშა, მოედანზე 81-ე წუთიდან გამოჩნდა ზივზივაძე, პარუნაშვილი კი განაცხადში არ ყოფილა.

"ვიბორგს" 22 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-14 ადგილზეა. "ესბიერგი"
23 ქულით მე-12-ეა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ადმინ კარგი იქნებოდა გფფ -სთან რო გვქონდეს კითხვების დასმის საშუალებაა დაუსვი კითხვა გფფ ს
gogi mantidze 577 20 43 50
12:44 04-03-2017
0
...., გფფ არა სფფ
ბაჩო გ
19:01 04-03-2017
0

სიახლეები პოპულარული