[ლეგიონი] გიორგი მაკარიძის მორიგი სეივები და "მშრალი" მატჩი პრიმეირაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 მარტს პორტუგალიის პრიმეირაში მორიგი "მშრალი" მატჩი ჩაატარა გიორგი მაკარიძემ.

XXIV ტურის შეხვედრაში ქართველი მეკარის გუნდმა "მორეირენშემ" საკუთარ მოედანზე "ბოავიშტას" უმასპინძლა და მეტოქეს უგოლოდ დაშორდა. მასპინძელთა კარში მაკარიძე იდგა, რომელმაც რამდენიმე ეპიზოდში დამაჯერებლად ითამაშა.

ეს ქართველი მეკარისთვის მიმდინარე ჩემპიონატში ჩატარებული მეოთხე "მშრალი" მატჩია.

რაც შეეხება მის გუნდს, "მორეირენშეს" 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა. ცნობისთვის, პრიმეირას ბოლო ორ, მე-17 და მე-18 ადგილებზე გასული გუნდები დატოვებენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რას გადმოდიოდა ფეირენსედან თუ რაცარის მშვენიერი გუნდი იყო რაუნდოდა ღირსი იქნება რო გავარდეს
dato
18:44 04-03-2017
0

სიახლეები პოპულარული