შეგახსენებთ, რომ 25 წლის ქართველ მცველს გრასიას ხელმძღვანელობით "რუბინში" თამაში პრაქტიკულად არ უწევდა და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სწორედ ამის გამო მიიღო "ლოკომოტივში" სეზონის ბოლომდე იჯარით წასვლის გადაწყვეტილება, რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში კი ახალი გუნდის მაისურით შეუცვლელად ითამაშა.
ჟურნალისტმა გრასიას ჰკითხა:
- რით იყო სერხიო სანჩესი საბა კვირკველიაზე უკეთესი? ასაკით, გამოცდილებით, სისწრაფით, "რუბინში" თამაშის ჟინით, პიროვნული თვისებებით?
- ესენი განსხვავებული მოთამაშეები არიან. საბაც,
- საკითხს ეკონომიკური მხრიდან შევხედოთ. კვირკველია ახალგაზრდაა და უფრო ძვირი ღირს, სანჩესი კი - უფროსი და იაფია. ბუნებრივია, რომ პირველის ფასი მოიმატებს, მეორისა - არა.
- ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნება მომავალში საბასა და სერხიოს ფასები. სერხიოს ერთ-ერთი ღირსება ისაა, რომ მას შეუძლია მარჯვენა ფლანგზე განაპირა მცველად თამაში, რადგან "რუბინში" ამ პოზიციაზე უკვე უთამაშია. ეს სერხიოს ერთ-ერთი უპირატესობაა საბასთან მიმართებაში, სხვა დანარჩენი - დეტალებია. საუბარი კი იმაზე, ვინ უკეთესია, ვინ უარესი, არ მინდა. მე პატივს ვცემ საბას, როგორც პიროვნებას, პროფესიონალს და საუკეთესოს ვუსურვებ.