Sportall.ge-ს მკითხველებმა თებერვლის საუკეთესო ლეგიონერები გამოავლინეს

AutoSharing Option
Sportall.ge-ს მკითხველებმა თებერვლის საუკეთესო ლეგიონერები დაასახელეს.

Sportall.ge-ს მკითხველებმა იანვრის საუკეთესო ლეგიონერი გამოავლინეს

მკითხველებმა საუკეთესოდ პოლონური "პლოცკის" ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი აღიარეს. მან ხმების 41,4% მიიღო.

მეორე ადგილზე გავიდა პორტუგალიური "მორეირენშეს" გოლკიპერი გიორგი მაკარიძე - 22%. აღსანიშნავია, რომ იგი წინა თვეშიც მეორე იყო.

მესამე ადგილზე, ხმების 16,5%-ით, გავიდა ჰოლანდიური "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია.

მკითხველებს ხმის მიცემა 2 დღის განმავლობაში შეეძლოთ. სულ გამოკითხვაში მონაწილეობა 1379-მა ადამიანმა მიიღო.

გამოკითხვის სრული შედეგები
1. გიორგი მერებაშვილი - 571 ხმა
2. გიორგი მაკარიძე - 304
3. გურამ
კაშია - 227
4. გიორგი ქვილითაია - 91
5. ვაკო ყაზაიშვილი - 53
6. ნიკა კაჭარავა - 45
7. ზურაბ ხიზანიშვილი - 45
8. ჯაბა კანკავა - 43
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული