პრემიერლიგა ჩემი ოცნება იყო - გურამ კაშიათი "სუონსი" დაინტერესდა

AutoSharing Option
ჰოლანდიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და არნემის "ვიტესის" მცველ გურამ კაშიათი ინგლისის პრემიერლიგის კლუბი "სუონსია" დაინტერესებული.

ამასთან დაკავშირებით, "ვიტესის" კაპიტანმა voetbalzone.nl-ს კომენტარიც მისცა.

"პრემიერლიგის ნებისმიერი კლუბიდან ინტერესი სასიამოვნო იქნებოდა. იქ თამაში ყოველთვის ჩემი ოცნება იყო. პატარაობისას "მანჩესტერ იუნაიტედს" ვგულშემატკივრობდი. ამ გუნდის წაგების გამო ვიტირე კიდეც. დღეს "ლივერპულს" ვგულშემატკივრობ.

ყოველ წელს ვირჩევ მწვრთნელს, რომელსაც ვუგულშემატკივრებ. წელს ასეთი იურგენ კლოპია, რომელმაც წინა წელს გამაოცა და მასზე რამდენიმე წიგნიც წავიკითხე.

მისი ფეხბურთისადმი მიდგომა და ემოციები შთამბეჭდავია. სიამოვნებით ვკითხულობ მის
ინტერვიუებს და პრესკონფერენციებსაც ვუყურებ", - თქვა კაშიამ.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ქვეყნის რეიტინგს არ აქვს აზრი სომხეთი 82ზეა მხითარიანი თამაშობს. გაბონი 90ზეა და ნდონგი გაბონელი სანდერლენდშია და ჩემი აზრით ეგ არ იქნება პრობლემა
giorgi
08 მარტი 2017 10:01
0
ნეტა ჰოლანდიის მოქალაქეობა არ აქვს რომ ქართულმა პასპორტმა ხელი არ შეუშალოს?
Jumberi
08 მარტი 2017 05:26
0
კლოპი მოსწონს ბიჭს,ეტყობა ლივერპულში ურჩევნია თამაში....
სტატუს ქუო
08 მარტი 2017 01:26
0
154-ზე არიან ჩვენები რეიტინგში ხომ?
aza
07 მარტი 2017 18:21
0
ნაკრების რეიტინგი შეიძლება მართლაც პრობლება იყოს!!
guga
07 მარტი 2017 18:20
0
შეუძლებელია..ინგლისში თამაშისთვის მოთამაშის ქვეყანა ფიფას რეიტინგში 70 გუნდში უნდა შედიოდეს...სწორედ მაგიტომ ვერ გადავიდა ლორია ინგლისში
ყური მიგდე
07 მარტი 2017 17:34
0
ავტოგოლი ერთი გაიტანა და მცველის პირობაზე რამდენი გოლი აქვს გატანილი აღარ კითხულობ?
gios
07 მარტი 2017 17:28
0
erts wveri ainteresebs,meore avtogolebze saubrobs.ase ram wagbilwat rom diacebivit sul lanzgva amogdit da qiliki piridad.(((kashia aris saamayo qartveli
euhhh
07 მარტი 2017 16:57
0
აუ, მაგარი იქნება
aba baba
07 მარტი 2017 16:32
0
tveri rom gaiparsa, iseti foto ar gkondat, rom dagedot)))
jimi
07 მარტი 2017 15:13
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული