- Sportall.ge-ს მკითხველებმა თებერვლის საუკეთესო ლეგიონერები გამოავლინეს
თვის საუკეთესო ლეგიონერი 12 ქულით პოლონური "პლოცკის" ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი გახდა, რომლის ანგარიშზეც თებერვალში 2 გოლი და 2 საგოლე პასია.
8 ქულით მეორე ადგილზე გავიდა "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია, რომლის გუნდიც ქართველი მცველის კარგი თამაშის წყალობით, ჰოლანდიის თასის ფინალში გავიდა.
მესამე ადგილზე გავიდა პორტუგალიური "მორეირენშეს" გოლკიპერი გიორგი მაკარიძე - 4 ქულა.
ნომინანტებს შორის ასევე იყვნენ: გიორგი ქვილითაია (რაპიდი), ჯაბა კანკავა (რეიმსი), ნიკა კაჭარავა (ახნასი),
ასევე იხილეთ:
Sportall.ge-ს მკითხველებმა იანვრის საუკეთესო ლეგიონერი გამოავლინეს
იანვრის სამი საუკეთესო ლეგიონერი Sportall.ge-ს ვერსიით