"ნამდვილად გვაქვს სურვილი, ორივე ფეხბურთელის, კვირკველიასა და არის კონტრაქტები გამოვისყიდოთ. თუმცა ასეთ დროს ყოველთვის ტრანსფერის ფასის საკითხი დგება. მიზნად არ გვქონია, რომ ისინი ნებისმიერ ფასად დაგვემატებინა.
სხვათა შორის, "სატრანსფერო ფანჯრის" დროს მილიონ ევროზე მეტის დახარჯვა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ახლა ძნელია ისეთი ფეხბურთელის მოძებნა, რომელიც პირობითად, 2 მილიონი ევრო ღირს და ხარისხობრივად გაგვაძლიერებდა. ამიტომ ჩვენ კონცენტრირებულები იჯარის ვარიანტებზე
გეტყვით, რომ კვირკველიაც და არიც "ლოკომოტივში" სრულფასოვან გადასვლაზე თანახმანი არიან", - ამბობს გერკუსი.
- [ექსკლუზივი] "ყველანაირად ეცადნენ ფსიქოლოგიურად ჩემ გატეხვას..."
"ლოკომოტივის" ქართველი ახალწვეული კი გუნდის ღია ვარჯიშის შემდეგ ჟურნალისტებს ელაპარაკა:
"გუნდს უკვე შევეჩვიე. უფრო კასაევთან და პორტნიაგინთან ვახლობლობ, რომლებსაც "რუბინიდან" ვიცნობ. მოედანზე კი ყველაფერი სწრაფად დავალაგე, რადგან რუსული ნორმალურად მესმის, ისევე, როგორც გუნდის ყველა ლეგიონერს. თამაშიდან თამაშამდე ერთმანეთს უკეთ ვუგებთ...
სამმცველიან სქემაზე გადასვლაც არ გამჭირვებია, რადგან ყაზანში მუშაობისას ყურბან ბერდიევი ჩემპიონთა ლიგასა და ევროპა ლიგაზე სწორედ ამ ტაქტიკით გვათამაშებდა.
სამწუხაროა, რომ "კრასნოდართან" არი ვერ დაგვეხმარება, რადგან ამ გუნდიდან იჯარით გადმოვიდა. თავად კი ჯერაც არ ვიცი, იჯარის გამო "რუბინის" წინააღმდეგ ვითამაშებ თუ არა. თუმცა, ამის დიდი სურვილი კი მაქვს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"