ქართული დერბი შედგა რუსულ პრემიერლიგაში - საბა კვირკველიას "ლოკომოტივმა" თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარი" მიიღო.
სასიხარულოა, რომ საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი "რკინიგზელთა" ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა და ბოლომდე ითამაშა, ხოლო მატჩი "კრასნოდარმა" მოიგო - 2:1.
რაც შეეხება ოქრიაშვილს, ის მინდორზე 73-ე წუთზე გამოჩნდა. 25 წლის ქართველი ფეხბურთელი 89-ე წუთზე კოჭი იტკინა და თამაშის ჩამთავრება ვეღარ შეძლო. რამდენად სერიოზულია თორნიკე ტრავმა, უცნობია.
- ოქრიაშვილმა ულამაზესი დრიბლინგით "ლოკომოტივის" ორი ფეხბურთელი ჩამოიტოვა [VIDEO]
* * *
აზერბაიჯანის ჩემპიონატში ზაურ სვანაძის იმავე პირველობაზე "ქიაფაზმა" საშინაო მატჩში 1:0 მოუგო "ზირას". წაგებულთა რიგებში გიორგი გოროზია სათადარიგო იყო.
* * *
აზიის ჩემპიონთა ლიგაში ტაშკენტის "ლოკომოტივმა" გასვლაზე 0:2 წააგო ირანულ "ესტეღლალთან". უზბეკური კლუბის რიგებში სრულად ითამაშა ქართველმა საყრდენმა ნახევარმცველმა კახა მახარაძემ.(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"