გიორგი ჯიქია რუსეთის ნაკრებში ისევ გამოიძახეს

AutoSharing Option
გიორგი ჯიქია რუსეთის ნაკრებში ისევ გამოიძახეს. სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდი 24 მარტს კრასნოდარში კოტ დ'ივუარს უმასპინძლებს, ხოლო 28 მარტს - ბელგიას (სოჭი).

რუსების ნაკრების დამრიგებელმა ჯიქია შეკრებაზე უკვე მეორედ გამოიძახა. წარმოშობით ქართველი ფეხბურთელი "სპორტ-ექსპრესთან" ინტერვიუში ამბობდა, რომ მისი საფეხბურთო მოქალაქეობის საკითხი ჯერ არ გარკვეულა და რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კავშირი ჰქონდა. ამან ქომაგებში იმედი დააბრუნა, რომ მოსკოვის "სპარტაკის" მცველი ისტორიული სამშობლოს ნაკრებში თამაშზე უარს არ იტყოდა...

თუმცა ფაქტია, რომ ჯიქია კვლავ რუსეთის ნაკრებშია და ეს გაგრძელდება მანამ, ვიდრე ერთი ან მეორე
ნაკრების შემადგენლობაში ოფიციალურ შეხვედრას არ ჩაატარებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
რატომ არ მიქვეყნებტეტ კომემტარს? რას ვაშავებ?
ramzess
13:48 16-03-2017
0
bajo, ვიდრე ტექსტის გაგზავნას თითს დააჭერ არ კითხულობ რა აკრიბე??? შენ თვითონ მაინც თუ კითხულობ რა წერია შიგ!!!
გიორგი
12:34 15-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული