გიორგი ჯიქია რუსეთის ნაკრებში ისევ გამოიძახეს

AutoSharing Option
გიორგი ჯიქია რუსეთის ნაკრებში ისევ გამოიძახეს. სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდი 24 მარტს კრასნოდარში კოტ დ'ივუარს უმასპინძლებს, ხოლო 28 მარტს - ბელგიას (სოჭი).

რუსების ნაკრების დამრიგებელმა ჯიქია შეკრებაზე უკვე მეორედ გამოიძახა. წარმოშობით ქართველი ფეხბურთელი "სპორტ-ექსპრესთან" ინტერვიუში ამბობდა, რომ მისი საფეხბურთო მოქალაქეობის საკითხი ჯერ არ გარკვეულა და რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კავშირი ჰქონდა. ამან ქომაგებში იმედი დააბრუნა, რომ მოსკოვის "სპარტაკის" მცველი ისტორიული სამშობლოს ნაკრებში თამაშზე უარს არ იტყოდა...

თუმცა ფაქტია, რომ ჯიქია კვლავ რუსეთის ნაკრებშია და ეს გაგრძელდება მანამ, ვიდრე ერთი ან მეორე
ნაკრების შემადგენლობაში ოფიციალურ შეხვედრას არ ჩაატარებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ჯიქიაზე საერთოდ ნუღარ წერთ რაა რანაირი ქართველია რუსეთს რო აირჩევს კაცი
gaguuu
14:53 14-03-2017
0
საქართველოში გაზრდილმა რუსმა ან ნებისმიერი ერის წარმომადგენელმა რომ ითამაშოს საქართველოს ნაკრებში, ამით თავისი ერის მოღალატე ხდება????
haha
15:34 14-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული