Gazeta.ru: საბა კვირკველია "ლოკომოტივის" ნამდვილ ლიდერად ყალიბდება

AutoSharing Option
რუსულმა გამოცემა gazeta.ru-მ რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტური ვრცლად მიმოიხილა და ერთ-ერთი მონაკვეთი "ლოკომოტივის" მცველ საბა კვირკველიასაც მიუძღვნა.

კვირკველიამ, რომელიც მოსკოვურ კლუბში ყაზანის "რუბინიდან" იჯარის წესით გადაბარგდა, რუსეთის ჩემპიონატში უკვე სამი მატჩი ჩაატარა და სამივე შეუცვლელად.

"საბა კვირკველია "ლოკომოტივის" ნამდვილ ლიდერად ყალიბდება. ბედრან ჩორლუკას ტრავმის შემდეგ ქართველი მცველი სამიდან ერთ-ერთ ცენტრალურ მცველად იქცა. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ნაკლებად სავარაუდოა, კვირკველია "რუბინში" დაბრუნდეს", - წერს გამოცემა საბაზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული