კვირკველიამ, რომელიც მოსკოვურ კლუბში ყაზანის "რუბინიდან" იჯარის წესით გადაბარგდა, რუსეთის ჩემპიონატში უკვე სამი მატჩი ჩაატარა და სამივე შეუცვლელად.
"საბა კვირკველია "ლოკომოტივის" ნამდვილ ლიდერად ყალიბდება. ბედრან ჩორლუკას ტრავმის შემდეგ ქართველი მცველი სამიდან ერთ-ერთ ცენტრალურ მცველად იქცა. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ნაკლებად სავარაუდოა, კვირკველია "რუბინში" დაბრუნდეს", - წერს გამოცემა საბაზე.