თემურ ქეცბაიამ ათენის აეკ-თან სასამართლო პროცესი წააგო

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიამ ყოფილ გუნდს, ათენის აეკ-ს სასამართლოში უჩივლა. ქართველი მწვრთნელი ბერძნული გრანდისგან 104 ათასი ევროს გადახდას ითხოვდა, რომელიც მას კონტრაქტით ეკუთვნის.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, სასამართლომ კლუბის მხარე დაიჭირა.

კონტრაქტის მიხედვით, ქეცბაიას აეკ-ის მთავარი მწვრთნელობისთვის პირველ სეზონში 149 ათასი ევრო უნდა მიეღო, რომელთაგანაც მხოლოდ 42 ათასი მიიღო (თანხის ნაწილი გაიქვითა).

შეგახსენებთ, რომ ქეცბაია ათენის აეკ-ში, სადაც ფეხბურთელობისას თამაშობდა, 2016 წლის ივნისში დაინიშნა, თუმცა იგი ოქტომბერში გაათავისუფლეს და ახლა უმუშევარია.

დღეისათვის ქეცბაიას ყველაზე აქტიურად კვიპროსულ "ომონიას" უკავშირებენ. გუშინ ნიქოზიელთა პრესსპიკერმა ეს ინფორმაცია
არც დაადასტურა და არც უარყო.
მკითხველის კომენტარები / 7 /
თემურ როგორ ამბობდი მილიონებს რას ითვლით იმას რატომ არ ამბობთ მე რამდენ რამეზე ვთქვი უარი რომ ჩემს ქართულ ფეხბურთს გამოვდგომოდიო - 150 ათასზე თქვი ხომ უარი და თან საკლუბო მწვრთნელობაში რომელიც 4-5 ჯერ შრომატებადია ვიდრე ნაკრების მწრთვნელობა. მესის ვერ დავბადავ არ გშველის ხომ სხვაგან?
ლევანი
01:47 25-03-2017
0
ჩვენი ნაკრებისგან განსხვავებით რა დაბალ ხელფასზე უმუშავია თურმე ბერძნებთან.....
kika
15:26 24-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული