ჯაბა კანკავა: ბიჭებს ლატვიასთან ლამაზ გამარჯვებას ვულოცავ

AutoSharing Option
31 მარტს ფრანგული ლიგა 2-ის 31-ე ტურში ჯაბა კანკავას "რეიმსი" "ლე ავრს" ესტუმრება.

საქართველოს ნაკრების კაპიტანს ლატვიასთან ამხანაგური მატჩი არ უთამაშია, ის ორშაბათიდან უკვე ბლერიოს ბაზაზე ემზადება მორიგი ტურისთვის.

ჯაბამ "რეიმსის" ოფიციალურ საიტს მცირე კომენტარი მისცა: "სერბეთთან პირველი ტაიმი ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ შემდეგ მეტოქემ იძალა, რომელსაც ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს. მათი ნაწილი ინგლისის პრემიერლიგაში თამაშობს.

ახლა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის ძალიან მცირე შანსი დაგვრჩა, რადგან ბევრი ქულა გავანიავეთ".

ჯაბამ ლატვიასთან გამართულ მატჩზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 5:0 მოიგო: "მოხარული ვარ
და ვულოცავ ბიჭებს ამ ლამაზ გამარჯვებას. ნაკრებმა ძალიან კარგად ითამაშა.

როცა საფრანგეთში დავბრუნდი, ძალიან დაღლილი ვიყავი, მაგრამ ორდღიანმა დასვენებამ მიშველა და ახლა მორიგი ტურისთვის სრულ მზადყოფნაში ვარ", - განაცხადა კანკავამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული