საბა კვირკველია: ასე რომ, არის შანსები იმისა, რომ დადებითი შედეგი ვაჩვენოთ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველმა საბა კვირკველიამ მოსკოვური კლუბის პრესსამსახურთან ნაკრების შეკრებასა და "ლოკომოტივის" მოახლოებულ ორ მატჩზე ისაუბრა.

- სერბეთთან და ლატვიასთან გასამართი მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში გიხმეს. როგორ იმგზავრე?
- ერთი დღე დაგვასვენეს, ოჯახი და მეგობრები მოვინახულე. შევხვდი ახლობლებს, დებს. ყველაფერი კარგად იყო. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებს შევუერთდი.

სერბებთან 1:3 წავაგეთ, ლატვია გავანადგურეთ - 5:0. მეორე მატჩში არ მითამაშია.

- შაბათს "ლოკომოტივი" "უფას" ჩემპიონატში დაუპირისპირდება, ოთხშაბათს კი ამავე მეტოქეს რუსეთის თასის ნახევარფინალში შეხვდება...
- სათასო მატჩზე ჯერ არ
ვფიქრობთ. მატჩიდან მატჩამდე სიარული გვმართებს, ამიტომ ისინი ჯერ შაბათს უნდა დავამარცხოთ. შესანიშნავი გუნდი გვყავს და მშვენიერ განწყობაზე ვართ. ასე რომ, არის შანსები იმისა, რომ დადებითი შედეგი ვაჩვენოთ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
jurnalistebo ngcxvenodet... rato arapers ambobt 5=0 mogebul saechvo tamashzee daijeret xoo???? gaketebuli tamashi iyo da shenc gcxvenodes kvirkveliaaa
giga
15:23 31-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული