ტორპედოსთვის! - მამის გარდაცვალების მიუხედავად, ტაბატაძემ "ლოკომოტივთან" სრულად ითამაშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
1-ელ აპრილს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნულ ლიგაში IV ტურის მეორე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც თბილისის "ლოკომოტივმა" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

თამაშის დაწყებამდე ორი საათით ადრე სამწუხარო ამბავი მოხდა - "ტორპედოს" მცველ ვაჟა ტაბატაძეს მამა გარდაეცვალა...

მიუხედავად ამისა, ტაბატაძე მოედანზე მაინც გამოვიდა, მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და საგოლე გადაცემაც მიითვალა. დაგვეთანხმებით, ამხელა ტრაგედიის დროს წარმოუდგენლად რთულია მოედანზე გასვლა და ფეხბურთის თამაში. "ტორპედოს" გულშემატკივრებმა ტაბატაძე როგორც მატჩის წინ, ისე მის ბოლოს გაამხნევეს.

Sportall.ge ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის
ოჯახს და ვიზიარებთ მათ მწუხარებას.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხორვატთა კაპიტანმაც საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატზე ერთი დღით დაბრუნდა იგივე ამბის გამო სახლში ხოლო ოქრიაშვილმა კი ბავშვის დაბადება ვერ გააცდინა
ნოდო
17:47 02-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული