დრეზდენის "დინამოს" აკაკი გოგიას გამოსყიდვა 750 ათასი ევრო დაუჯდება

AutoSharing Option
"ბილდის" ინფორმაციით, თუკი დრეზდენის "დინამოს" აკაკი გოგიას კონტრაქტის გამოსყიდვა სურს, კლუბმა 750 ათასი ევრო უნდა გაამზადოს. შეგახსენებთ, რომ გოგია სეზონის ბოლომდე იჯარის წესით თამაშობს გერმანულ კლუბში, კონტრაქტით კი ინგლისური ჩემპიონშიპის "ბრენტფორდს" ეკუთვნის.

გოგია დიდებულად მოერგო "დინამოს" და II ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა, თუმცა შემდეგ ტრავმა მიიღო და დიდი ხნით დააკლდა მოედანს, ის ჯერაც არ გამოჯანმრთელებულა.

აი, რას ამბობს გოგიას შესაძლო გამოსყიდვაზე "დინამოს" სპორტული დირექტორი, ჩვენთვის კარგად ცნობილი რალფ მინგე: "ჩვენ ძალიან კმაყოფილნი ვართ გოგიას თამაშით, ის ნამდვილი სპორტსმენია, თუმცა
სატრანსფერო თანხაზე კომენტარს ჯერ არ გავაკეთებ".

გოგია იანვარში "ნიურნბერგთან" მატჩში დაშავდა, ის უკვე ვარჯიშობს გუნდთან ერთად და დატვირთვებს ნელ-ნელა ზრდის, თუმცა 16 აპრილამდე მისი დაბრუნება არ იგეგმება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქართველები სუსტი ხალხი ვართ. ადვილად ვიმტრევით.
sandro
10:05 04-04-2017
0

სიახლეები პოპულარული