კახა ცხადაძის საჩუქარი "რუსთავს"

AutoSharing Option
ყოველთვის ასე იყო, დღესაც ასეა და მომავალშიც ასე იქნება - ქველმოქმედებას ფეხბურთშიც განსაკუთრებული ფასი ადევს. როგორც შევიტყვეთ, კახა ცხადაძემ მშობლიური ქალაქის გუნდს ახალი ეკიპირება შეუძინა.

ორი დღის წინ "რუსთავს" ცხადაძის საჩუქარი ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით მაღლაკელიძემ გადასცეს.

ცხადაძისათვის ეს პირველი ქველმოქმედება არ არის. ყველამ ვიცით, რომ 1992 წელს ის საკმაოდ სოლიდური თანხით შეეწია საქართველოს თავდაცვის ფონდს, 1994 წელს კი ეროვნულ ნაკრებს ფორმის სრული კომპლექტი გადასცა საჩუქრად, შარშან კი, ასევე სოლიდური
თანხით, რუსთავში მოხუცთა თავშესაფარს დაეხმარა.

რაც შეეხება საფეხბურთო კლუბ "რუსთავს", ამ დროისთვის ის საქართველოს რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს. "ლელო" მის სპორტულ დირექტორს, ლევან სილაგაძეს გაესაუბრა.

"კახა ცხადაძეს ვესაუბრე ტელეფონით და მან თავად გამოთქვა მზადყოფნა, დაგვხმარებოდა ამ საკითხში და დაგვეხმარა კიდეც. ამისთვის მას დიდი მადლობა უნდა ვუთხრა, ისევე, როგორც "სალერის" ხელმძღვანელობას... ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ფეხბურთელებს მაქსიმალურად კარგი პირობები შევუქმნათ. სწორედ ისინი წყვეტენ მინდორზე ყველაფერს. ამიტომ იყო, საწევრო გადასახადის თემის მოგვარება საკუთარ თავზე რომ ავიღე. ჩვენს კლუბში მთავარი ღირებულება ფეხბურთელია და მიხარია, რომ ასეთი მიდგომა ამართლებს", - ამბობს სილაგაძე და ბოლოს გუნდის მიზნებზეც დასძენს:

"სტარტი შეიძლებოდა უკეთესიც ყოფილიყო. ჩემი აზრით, შედეგზე გავლენა მოახდინა კონკრეტულმა ეპიზოდებმა და ჩვენ ვმუშაობთ ამ შეცდომების გამოსწორებაზე. წინ კიდევ დიდი გზაა და ვფიქრობ, ჩვენი მუშაობა შედეგს გამოიღებს. ყველა ჯარისკაცი ფიქრობს გენერლობაზე და ჩვენც ვფიქრობთ უმაღლეს ლიგაში გადასვლაზე. ვინც ვარლამ კილასონიას იცნობს, ბადრი მაჭავარიანს იცნობს და მე მიცნობს, ეჭვი არ შეეპარება, რომ ასეც იქნება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ასპროცენტიანი ხარ!
მართალი - ს
12:55 11-04-2017
0
კახა უნდა ყოფილიყო საქართველოს ნაკრების მწვრთვნელი.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული