ბრწყინვალე იყო - კარერამ გიორგი ჯიქიას "სპარტაკში" დებიუტი შეუქო

AutoSharing Option
რუსეთის მოქალაქეობის მქონე გიორგი ჯიქიამ მოსკოვის "სპარტაკში" სადებიუტო მატჩი 9 აპრილს ჩაატარა. რუსეთის პრემიერლიგის 22-ე ტურში "სპარტაკმა" სტუმრად ანგარიშით 3:1 მოუგო "უფას", 23 წლის ქართველმა მცველმა კი შეუცვლელად და რაც მთავარია, მაღალ დონეზე ითამაშა.

ჯიქიას კარგი თამაში მატჩის შემდეგ "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმო კარერამაც აღნიშნა:

"დღეს ჯიქიამ ბრწყინვალედ ითამაშა, ისევე, როგორც სხვა მცველებმა. დღეს არჩევანი ჯიქიაზე იმიტომ გავაკეთე, რომ ის მიჩვეულია სამმცველიანი სქემით თამაშს. ვიცოდი, რომ ის კარგად გაირჯებოდა და ნდობა გამოვუცხადე", - თქვა მოსკოველთა იტალიელმა დამრიგებელმა.

მატჩის შემდეგ კომენტარი
თავად ჯიქიამაც გააკეთა, რომლის ნაკრებში მოწვევაზე საქართველოში ჯერ კიდევ ფიქრობენ.

"შინ გამარჯვებით დავბრუნდით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვულოცავ ყველას. რაც შეეხება ჩვენთვის დანიშნულ პირველ პენალტს ამ სეზონში, ოდესმე ეს უნდა მომხდარიყო და დღეს გამოვიდა. სუფთა პენალტი იყო, მსაჯმა ზუსტად განსაჯა.

ცსკა-სა და "ზენიტთან" 8-ქულიანი უპირატესობა? წინ კიდევ რვა მნიშვნელოვანი მატჩია და ქულებსა და მსგავს რაღაცებს ჯერ არ ვითვლით. ყოველ თამაშში მოსაგებად ვიბრძოლებთ, თვლასა და შედეგის ყურებას კი 30-ე ტურის მერე დავიწყებთ".

"უფასთან" შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია "სპარტაკის" ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს, რომელიც სათადარიგო იყო.
მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგად რა, ორი ისეთი შეცდომა დაუშვა,განსაკუთრებით მეორე ტაიმში(1:0)თავის საჯარიმოსთან ბურთი რომ
წაართვეს,კინაღამ გოლით დამთავრდა,ცოტა უკეთ რომ ეთამაშათ
კახა ქირია
00:01 11-04-2017
0
გიორგი იმედია საკარტველოს სასაეგებლოტ გააკეტებ არჰევანს.
glexi
17:51 10-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული