ჯიქიას კარგი თამაში მატჩის შემდეგ "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმო კარერამაც აღნიშნა:
"დღეს ჯიქიამ ბრწყინვალედ ითამაშა, ისევე, როგორც სხვა მცველებმა. დღეს არჩევანი ჯიქიაზე იმიტომ გავაკეთე, რომ ის მიჩვეულია სამმცველიანი სქემით თამაშს. ვიცოდი, რომ ის კარგად გაირჯებოდა და ნდობა გამოვუცხადე", - თქვა მოსკოველთა იტალიელმა დამრიგებელმა.
მატჩის შემდეგ კომენტარი
"შინ გამარჯვებით დავბრუნდით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვულოცავ ყველას. რაც შეეხება ჩვენთვის დანიშნულ პირველ პენალტს ამ სეზონში, ოდესმე ეს უნდა მომხდარიყო და დღეს გამოვიდა. სუფთა პენალტი იყო, მსაჯმა ზუსტად განსაჯა.
ცსკა-სა და "ზენიტთან" 8-ქულიანი უპირატესობა? წინ კიდევ რვა მნიშვნელოვანი მატჩია და ქულებსა და მსგავს რაღაცებს ჯერ არ ვითვლით. ყოველ თამაშში მოსაგებად ვიბრძოლებთ, თვლასა და შედეგის ყურებას კი 30-ე ტურის მერე დავიწყებთ".
"უფასთან" შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია "სპარტაკის" ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს, რომელიც სათადარიგო იყო.