ვალერი გაზაევმა საბა კვირკველია 22-ე ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა

AutoSharing Option
რუსეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვალერი გაზაევმა championat.com-ისთვის რუსეთის პრემიერლიგის 22-ე ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა.

გაზაევმა სიმბოლურ გუნდში ქართველი მცველი საბა კვირკველიაც შეიყვანა, რომლის მოსკოვის "ლოკომოტივი" რუსეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში "როსტოვს" დაუზავდა - 0:0.

"საბა კვირკველიამ "ლოკომოტივის" შემადგენლობაში მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა. "როსტოვთან" შეხვედრა მძიმე გამოდგა", - თქვა გაზაევმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მადლობა ბატონ ვალერის და დიდი წარმატებები საბას.
gizog
16:02 11-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული