[ლეგიონი] ოთარ მარცვალაძემ სეზონში პირველი გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 12 აპრილს, ყაზახეთის ჩემპიონატის მე-6 ტურის მატჩები გაიმართა. ოთარ მარცვალაძის "ორდაბასმა" "კაისარს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი სწორედ ქართველი ფორვარდია, რომელმაც თავი მატჩის 52-ე წუთზე გამოიჩინა. მარცვალაძე მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 70 წუთი დაჰყო.

აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში ეს მარცვალაძის პირველი გოლი იყო, "კაისარისთვის" კი - პირველი მარცხი.

13 ქულით "ორდაბასი" სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
Goli gaitanaaa. Vashaaa..awi puri magaziashi ufasod iqneba)))
Bebeto
10:23 13-04-2017
0
მაგარი შედეგი გაქ ძაან :D:D:D
0

სიახლეები პოპულარული