ლევან მჭედლიძე: თქვენ გაქვთ უფლება, გვისტვინოთ, მაგრამ ახლა მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება

AutoSharing Option
15 აპრილს "ემპოლის" ტოსკანური დერბი ელის "ფიორენტინას" წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით, pianetaempoli.it "ემპოლის" ფორვარდ ლევან მჭედლიძეს გაესაუბრა:

- ახლა საბოლოოდ გამოვჯანმრთელდი და სათამაშოდ მზად ვარ, მხოლოდ მწვრთნელის მითითებას ველი. ბოლო დროს ბევრი ნეგატიური რამ გადამხდა, მაგრამ ასეთია ფეხბურთელის ბედი - ხანდახან ყველაფერი კარგადაა, ხან კი სიძნელეები გატყდება თავს.

ბოლო მატჩებში "ემპოლის" ურიგოდ არ უთამაშია, განსაკუთრებით, "ნაპოლისა" და "რომას" წინააღმდეგ. "პესკარასთან" თამაშის მერე ბევრს გვაკრიტიკებდნენ, მაგრამ, როგორც იქნა, არ წავაგეთ და ეს მნიშვნელოვანია.

- "კროტონესთან" თქვენი 11-ქულიანი უპირატესობიდან მხოლოდ 3-ქულიანი დარჩა...
-
მაგრამ ფეხბურთში ასეთები ხშირად ხდება, ეს ნორმალურია. მე ასე ვიტყოდი - წარსულზე ბევრი არ უნდა ვიფიქროთ, კონცენტრაცია მხოლოდ მომდევნო თამაშზე უნდა იყოს. ქულები გვჭირდება და ისინი უნდა დავაგროვოთ.

- როგორი იყო მხოლოდ მაყურებლის როლით დაკმაყოფილება ბოლო თვეებში?
- იძულებით უთამაშებლობა ადრეც მიწევდა, მაგრამ ახლა ორმაგად ძნელი გამოდგა, რადგან მანამდე კარგი მონაკვეთი მქონდა ჩემპიონატში და გოლებიც გავიტანე.

- რას იტყვით მომდევნო მეტოქე "ფიორენტინაზე"?
- "ფიორენტინა" დიდი გუნდია, სადაც ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. "ფიორენტინა" საშიშია არა მარტო იმიტომ, რომ მეტოქე ძალიან ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს, არამედ იმიტომაც, რომ ეს დერბია და დერბიში სულ სხვა განწყობით თამაშობენ ხოლმე. ეს ნამდვილი ტესტია.

- ამ სეზონში "ემპოლის" შეტევაში ძალიან უჭირს...
- არ ვიცი, მაგრამ არა მგონია, გუნდის პრობლემა მხოლოდ ეგ იყოს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ შრომა და შედეგი აუცილებლად მოვა.

- რას ეტყვით ფანებს?
- თქვენი ნებაა, როცა საჭიროდ ჩათვლით, გვისტვინეთ, მაგრამ ჩვენ ახლა თქვენი თანადგომა გვესაჭიროება. ეს მხარდაჭერა ჩვენთვის გადამწყვეტია.

მე ძალიან დამწყდა გული, რომ "პესკარასთან" მატჩის დასრულებამდე ჯერ კიდევ 20 წუთი რჩებოდა, მაგრამ მაყურებელი უკვე გვისტვენდა. როცა ჩვენი ფანები ძველებურად გვამხნევებენ, პირადად მე, მოედანზე ძალები მემატება და უფრო თავდადებულად ვთამაშობ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული