"ემპოლიმ" იანვრის მერე პირველად მოიგო, ხოლო 5 თებერვლის შემდეგ პირველად სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა ლევან მჭედლიძემ, რომელიც 67-ე წუთზე გამოცვალეს.
"თითქმის დაუჯერებელი იყო ამ მატჩის მოგება, მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა.
ვთქვით, რომ შევძლებდით გამარჯვებას ფლორენციაში და მოვიგეთ კიდეც. ამით დავამტკიცეთ, რომ არ დავნებდებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ", - განაცხადა ქართველმა ფორვარდმა მატჩის შემდეგ.