[სკანდალური ინტერვიუ] ზაზა ჯანაშიას ყირამალები ფეხბურთსა და ისტორიაში

AutoSharing Option
პოპულარულ რუსულ ინტერნეტპორტალ championat.com-ზე ზაზა ჯანაშიას ინტერვიუმ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ყურადღება მის პოლიტიკურ ნაწილს მიაქციეს, არადა, საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა თავდამსხმელმა ბევრი საინტერესო ისტორია გაიხსენა...

გართობა მწვრთნელთან ერთად
"მოსკოვის "ლოკომოტივში" ყოველი თამაშის შემდეგ ვიწყებდით ფიქრს, დრო სად გაგვეტარებინა. ეს ხდებოდა ნებისმიერ ადგილას, სადაც შესაძლებელი იყო დალევა, დასვენება, ცეკვა. სიომინი? ისიც ჩვენთან ერთად დადიოდა.

იცით, ეს ახლა შეუძლიათ ფეხბურთელებს სტადიონზე მანქანით მისვლა. ჩვენ კი მატჩამდე სამი დღით ადრე ბაზაზე ჩაგვკეტავდნენ და ცხენებივით ვვარჯიშობდით. ვოცნებობდით, კარგად გვეთამაშა, რომ ამის შემდეგ ერთი
ღამე მაინც ნორმალურად დაგვესვენა. მაგრამ, რადგან დასალევად სიომინთან ერთად დავდიოდით, პრობლემები და კონფლიქტები არ იყო. ჩვენ თავისუფლებას ვგრძნობდით, მაგრამ სინამდვილეში ასე გვაკონტროლებდა.

ჩვენ დასვენებაზე ნებისმიერი რამ შეგვეძლო გაგვეკეთებინა, მაგრამ ვარჯიშზე ვინც ნაბახუსევი ან წონამომატებული მივიდოდა, მაშინვე აჯარიმებდნენ - 100 დოლარით თითოეულ კილოგრამზე. მე კი ზედმეტი წონა ყოველთვის მაწუხებდა და ხშირად მაჯარიმებდნენ. მაგრამ ჩემთან ასეთი სქემა იყო. მაგალითად, საქართველოდან ზედმეტი 5 კილოთი ვბრუნდებოდი და ჯარიმას მხოლოდ მაშინ გამომიწერდა, თუ 3-4 დღეში არ დავიკლებდი", - იხსენებს ჯანაშია.

ვეტერანმა ფეხბურთელმა წონის დაკლების წარუმატებელი მცდელობაც გაიხსენა:

"თასების თასის ნახევარფინალში "ლაციოსთან" მატჩამდე 87 კილო ვიყავი, ნაცვლად - 84-სა. სიომინმა მაინც დამაყენა, გავიტანე და ექიმმა ჰკითხა, რატომ დავაჯარიმოთ, მან ხომ კარგად ითამაშაო. ეს იყო პროფესიონალური მიდგომა...

მინიმალური წონა? ერთ კვირაში 8 კგ დავიგდე, 78 ვიყავი - საშინელება იყო. მაშინ ამბობდნენ, რომ სამხრეთ კორეაში მიპირებდნენ გაყიდვას. მაგრამ ახლა მესმის, უბრალოდ, მომატყუეს და სურდათ, რომ აზიელების მეთოდით დამეკლო. კორეაში მკაცრი ვარჯიშებია და მხოლოდ გარკვეული მენიუა დაშვებული.

ყველაზე გემრიელი იყო "სტეიკი", რომელსაც ძაღლის ხორცისგან ამზადებდნენ. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ძაღლის ხორცი გემრიელი იქნებოდა. არადა, თითქოს, ჩვეულებრივი ხორცია, მაგრამ რეალურად სასარგებლო და დიეტურია. 40 დოლარი ღირდა. მეც ვჭამდი, მაგრამ წონაში ვიკლებდი.

კორეელებს კონტრაქტის გაფორმება სურდათ. მე კი "ლოკომოტივიდან" საბუთების ჩამოსატანად გავფრინდი და... კორეის ნაცვლად, სიომინმა სოჭში შეკრებაზე წამიყვანა. პირველივე ამხანაგური თამაშის შემდეგ კი ყვიროდა, რა სჭირსო? მცველი დამეჯახა და კინაღამ ტრიბუნაზე გავფრინდი, ფეხებზე ვერ ვიდექი.

თამაშის დასრულების შემდეგ ექიმ იარდოშვილს ვუთხარი, ალბათ, ეს ჩემი წონა არაა-მეთქი. მან თავზე ხელი გადამისვა - ჭამე, ჭამეო... მეც გახარებული მწვადზე გავიქეცი - სოჭი ხომ თითქმის საქართველოა. სწრაფად მოვიმატე".

ვიღაც მთვრალმა კაცმა მომაძახა: წადი შენს საქართველოშიო!..
ჯანაშიას თქმით, "ლოკომოტივი" რუსეთის ჩემპიონი იმიტომ ვერ გახდა, რომ მსაჯები და საფეხბურთო ჩინოვნიკები მოსკოვის "სპარტაკს" ეხმარებოდნენ:

"რუსეთში თამაშის განმავლობაში ხალხისგან ცუდი სიტყვა არ მსმენია. სპარტაკელები თუ არმიელები ქუჩაში თბილად მხვდებოდნენ და მაქებდნენ. ხალხი არა მხოლოდ ფეხბურთს უყურებს, მათ სანახაობა უყვართ - მივხვდი, რომ კონკურენტი გუნდის გულშემატკივარსაც სიამოვნებდა, როდესაც ჯანაშია სალტოს აკეთებდა. ისინი ქვეცნობიერად ჩემს გოლს ელოდნენ.

ერთი შემთხვევა მახსენდება: ცსკა-ს ბოლო წუთზე გავუტანე და ტრიბუნებისკენ გავიქეცი. ვიღაც მთვრალმა კაცმა მომაძახა: წადი შენს საქართველოშიო!.. მე უფრო ხმამაღლა დავიყვირე: ძვირფასო, ეს ჩემი ქალაქია! ის სხვა გულშემატკივრებმა დააწყნარეს - ვფიქრობ, რომ მას თავისი საქციელის შერცხვა.

სხვათა შორის, "ლოკომოტივი" მაშინ ყველაზე საყვარელი კლუბი იყო. ჩვენი გულშემატკივარი ფეხბურთს მშვიდად უყურებდა, არ ჩხუბობდა და პროვოკაციებს არავის უწყობდა. და თუ "სპარტაკი" "სახალხო გუნდი" იყო, 90-იანების ბოლოს "ლოკომოტივმა" მათ ფანები წაართვა. ხალხი პირადად მეუბნებოდა, ადრე "სპარტაკს" ვქომაგობდით, ახლა - სიომინს, ლოსკოვსა და ჯანაშიასო.

რამ შეუშალა "ლოკომოტივს" ხელი? ჩვენ კი არ გვიშლიდნენ, სხვა გუნდს ეხმარებოდნენ. იგრძნობოდა, რომ რუსეთში ყველა "სპარტაკისკენ" იყო. მაგალითად, ელისტაში ქულები რომ დაგვეკარგა, "სპარტაკი" ოქროს მედლებს დაეუფლებოდა. თამაში სამ საათზე, 50-გრადუსიან სიცხეში დაგვინიშნეს. სასტუმროში კონდიციონერი არ მუშაობდა.

მთელი თამაში მოედანზე ძლივს დავდიოდით, შეხვედრა 0:0 დასრულდა და მე 5 კილო დავიკელი, ხოლო "სპარტაკი" ჩემპიონი გახდა".

...მაგრამ ამ ბიჭებს კლუბებში არ ათამაშებენ
"საქართველოს ნაკრებში ძალიან ძლიერი ფეხბურთელები იყვნენ. მაშინ ქვეყანა ასამდე მოთამაშემ დატოვა და ბევრი ტოპ-ლიგაში თამაშობდა. არაფერი რომ არ გამოგვდიოდა, მიმაჩნია, ეს მწვრთნელების ბრალი იყო. გუნდის ჩამოყალიბება და ორგანიზება ვერ მოახერხეს.

ერთხელ საერთოდ სასაცილო მდგომარეობამდე მივედით, როდესაც ორი მწვრთნელი დაგვინიშნეს, ერთი დაცვაზე აგებდა პასუხს, მეორე - შეტევაზე. ყველა დამნაშავეა და არავის ესმის, ძლიერმა თაობამ რატომ ვერაფერს მიაღწია.

ახლანდელი თაობა? სამწუხაროდ, ეს თაობა საერთოდ არ არის - თქვენთანაც და საქართველოშიც. ისინი არ არიან კალაძე, არველაძე და ტიტოვი.

საქართველოს კარგი ახალგაზრდული ნაკრები ჰყავს, მაგრამ 18-19 წლის ბიჭებს კლუბებშიც არ ათამაშებენ იმიტომ, რომ მწვრთნელები ფიქრობენ არა მომავალზე, არამედ საკუთარი ტყავის გადარჩენაზე. მათ ეშინიათ ხელმძღვანელობას უთხრან, წელს არაფერი გამოგვივა და გზა ახალგაზრდებს დავუთმოთ, შედეგი კი სამი წლის შემდეგ მომთხოვეთო. ოღონდ ფული გამოიმუშაონ და განვითარება არავის აინტერესებს".

ევროპას ნავთობისთვის ვჭირდებით
ჯანაშიამ პრო-ლიცენზიის მიღების სურვილი ახსენა, რაზეც ჟურნალისტმა ჰკითხვა - სავიზო რეჟიმი გაუქმდა და ახლა ევროპაში სწავლება უფრო გაგიადვილდებოდათო.

"თქვენ რა სულ ევროპაზე ლაპარაკობთ. საზღვართან ვინ გვყავს? რუსეთი. ისტორიულად ვისთან ვმეგობრობთ? - რუსებთან. ხალხს ერთმანეთი უყვარს. მოსკოვში ჩემი სახლის სადარბაზოსთან მსხდომი ბებიები ყოველთვის ამბობდნენ, ძალიან გვიყვარხართ, თქვენი ღვინოც გვიყვარდა და ახლაც ასეაო.

2008 წლის კონფლიქტის შემდეგაც იგივე დამოკიდებულება შენარჩუნდა. ეს პოლიტიკაა, ხალხი კი იგივეა. რომელი ევროპა? ის ჩვენ ოდესმე დაგვხმარებია?"

ჟურნალისტმა ოკუპაციის მუზეუმში ნანახი სლაიდი გაიხსენა, მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობას ბრიტანეთი რომ იცავდა:

"რუსეთი რომ არ ყოფილიყო, უკვე თურქები ვიქნებოდით. ისტორია უნდა იცოდე. მაშინ თურქები გვიტევდნენ, რუსეთის არმია მოვიდა და განდევნა. მე ვიცი, ევროპას რატომ ვჭირდებით. აზერბაიჯანის გაზი და ნავთობი რუსეთის გვერდის ავლით რომ მიიღოს. აი, ესაა მთელი მოტივაცია. ასე რომ, თქვენი პუტინი ყველაფერს თავისთვის კი არ აკეთებს, არამედ ხალხისთვის, მათ შორის, საქართველოსაც არ უშვებს.

კარგია თუ არა ეს ქართველებისთვის? ქართველების ცხოვრება უკეთესი გახდა? საქართველოში უფრო დიდი ფასებია, ვიდრე რუსეთში, ხელფასები კი არაა. სააკაშვილმა ბევრი კარგი რამ გააკეთა, მაგრამ ნახევარი ქვეყანა დაიჭირა და ბიზნესი მხოლოდ დაანგრია.

არ ვამბობ, რომ ჩვენთან ყველაფერი არასწორად არის. პირიქით, კარგია, ბავშვები ინგლისურს მშობლიური ენასავით რომ სწავლობენ. უბრალოდ, უნდა გვახსოვდეს, რომ რუსები და ქართველები ყოველთვის ყველაზე ახლო მეგობრები იყვნენ. ამ ისტორიის უარყოფა არ შეიძლება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 27 /
ამ პორტალის მესვეურებთან თხოვნა მექნებოდა:საიტი ძალიან საინტერესოა, მაგრამ გთხოვთ ეცადოთ ყველას ინტერვიუ არ გამოაქვეყნოთ–არც ფეხბურთში და,მითუმეტეს ისტორიაში, ჯანაშია არ გახლავთ ის პიროვნება,რომლისაგან წამოსულ ,,დამოძღვრას" ამდენი ყურადღება რომ ეთმობოდეს!მე აფხაზეთიდან დევნილი ვარ და ეს კაცი სულში მაფურთხებს(მაპატიეთ სკაბრეზი)!
თამაზ ხუბუა
19 აპრილი 2017 15:57
1
რატომ ჩამოვიდა ლავროვი სოხუმში ჩვენი მოკეთეები თუ არიან? ურცხვად გვართმევენ ტერიტორიებს.
kika
19 აპრილი 2017 15:22
0
ინგლისი მოკლე გზას ეძებდა ინდოეთისკენ და იმიტომ მოვიდა საქართველოში.
მათი მეთაურობა უპატაკებდა იკან რომ - ეს ხალხი თავის მეზობლებს უნდა გადავკიდოთ (მათზე რომ უფრო დამოკიდებული რომ ყოფილიყვნენ). ჟორDანიას მთავრობა ყველაფერს აძლევდა (როგორც წესი ინგლისი ყველაფერ წიაღIსეულს იგებდა/ითხოვდა რომ დაეცვი) - მაგრამ რუსეთან ომს გაერიდა (არ ცათვალეს საქართVელო მსხვერპლის გირსად).
ამერიკელი
19 აპრილი 2017 14:58
1
გაიტანეთ გრელანდია!
gverda
19 აპრილი 2017 14:49
0
ღმერთმა დაიფაროს საქართველო ესეთი ქართველებისგან
ზურა
19 აპრილი 2017 14:23
0
ვაიმე შვილო, რატომ ხარ მასეთი უტვინო?
zaza
19 აპრილი 2017 14:12
0
ერთი ამ ინტერვიუს მთარგმნელს (ავტორად წერია რატომღაც) მინდა ვკითხო: მას არ გაუჩნდა პროტესტის გრძნობა ზაზა ჯანაშიას მიმართ? მისი კომენტარი, რომელიც წაუმძღვარა ინტერვიუს, ჩემი აზრით, ასევე სამარცხვინოა!
თემო
19 აპრილი 2017 14:04
0
რა ჯანდაბად გინდათ ამ ინტერვიუს სრული ვერსია,გუშინ ხომ გავიგეთ რა დონის განათლებული და ზნეობის მატარებელი ყოფილა.მოსკოვში ორი ცირკია-ცვეტნოი ბულვარზე და ვერნადსკის პროსპექტზე, იქ რო აკეთო სალტოები? პუტინთანაც ახლოს იქნები.подумай Зазуля
კახა ქირია
19 აპრილი 2017 14:00
0
ქართველობა თუ რჩება ამათში, რატომ შტერდებიან. ცოტა უნდა გამოვფხიზლდეთ, აბა ბალტიისპირეთში გაბედოს ვინმემ ასეთი რამის თქმა. ჩვენ რა გვჭირს.
jaba
19 აპრილი 2017 13:59
0
ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება
temo
19 აპრილი 2017 13:54
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული