[ლეგიონი გუშინ] ებრალიძის, გოგუასა და მაჭარაშვილის გოლები [VIDEO]

AutoSharing Option
19 აპრილს ქართველი ლეგიონერების გუნდებმა ითამაშეს.

ყაზახეთში თასის გათამაშების მერვედფინალური მატჩები გაიმართა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს გოლით დაუბრუნდა გოგიტა გოგუა, რომლის "ორდაბასიმ" გასვლაზე 1:0 მოუგო "ყიზილ-ჟარს" და მეოთხედფინალში გავიდა. 59-ე წუთზე ერთადერთი გოლი 11-მეტრიანით სწორედ ჩვენებურმა ნახევარმცველმა გაიტანა, 70-ე წუთზე კი შეცვალეს. გოგუასგან განსხვავებით, სრულად ითამაშა "ორდაბასის" მეორე ქართველმა ოთარ მარცვალაძემ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მეოთხედფინალშია "ატირაუც", რომელმაც სტუმრად 2:1 მოუგო "კირანს". 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო უჩა ლობჟანიძემ, ხოლო ლადო დვალიშვილი არ გამოჩენილა.

კახა ცხადაძის გაწვრთნილმა "ქაირათმა" შინ 2:0
მოუგო "თარაზს" და ისიც შემდგომ ეტაპზეა.

პორტუგალიის რანგით მეორე ლიგაში "ჟილ ვისენტე" "პორტუს" მეორე გუნდს დაუზავდა - 2:2. სტუმართა შორის ორიდან ერთი გოლი ავთო ებრალიძემ გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლიტვის ჩემპიონატში "შტუმბრასმა" შინ 1:0 მოუგო "იონავას". მასპინძელთა რიგებში ერთადერთი გოლი 34-ე წუთზე ლევან მაჭარაშვილმა გაიტანა. ის მე-80 წუთზე შეცვალეს. სტუმართა შორის სასტარტო შემადგენლობაში იყო დავით მაკარაძე.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მაკედონიის თასის საპასუხო ნახევარფინალში "ვარდარმა" გასვლაზე 1:0 სძლია "შკენდიას", მაგრამ ორმატჩიან დუელში ეს ანგარიში წარმატებისთვის არ ეყო, რაკი პირველი შეხვედრა 1:3 ჰქონდა წაგებული. "ვარდარის" ძირითად შემადგენლობაში იყო ჯაბა ჯიღაური, ვინც შესვენებისას შეცვალეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მერე რა რომ გაიტანეს, ეს მათი მოვალეობა არის!
გოგი ქუთაისელი
14:34 20-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული