Przegladsportowy: "ლეგიამ" გადაწყვიტა - ვაკო ყაზაიშვილი არნემის "ვიტესში" დაბრუნდება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვარშავის "ლეგიას" შემტევი ვაკო ყაზაიშვილი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე არნემის "ვიტესში" დაბრუნდება.

აღნიშნულ ინფორმაციას przegladsportowy.pl ავრცელებს. წყაროს ცნობით, "ლეგიამ" ყაზაიშვილის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიიღო. კლუბი არ აპირებს ვაკოს გამოსყიდვას 2 მილიონ ევროდ.

შეგახსენებთ, რომ ყაზაიშვილი "ლეგიაში" გასული წლის ზაფხულში ერთწლიანი იჯარის წესით გადავიდა. იჯარის დასრულების შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, "ლეგიას" ყაზაიშვილის გამოსყიდვის უფლება აქვს, თუმცა, როგორც პოლონური მედია წერს, ვაკომ "ლეგიას" ხელმძღვანელთა მოლოდინები ვერ გაამართლა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ახალგაზრდულ ნაკრებში მას ახასიათებდნენ როგორც ყველაზე შრომისმოყვარე და მიზანდასახულ ახალგაზრდად,ჰოდა მისი კარიერაც სულ მაღლა მიიწევდა,მაგრამ რაღაც შეიცვალა,შეიძლება ეს უნდობლობა იყოს და ახლა როგორღაც ხელებჩამოყრილი ჩანს.ვწუხვარ,მაგრამ მისი დახმარება ჩვენ გულშემატკივრებს მხოლოდ მორალურად შეგვიძლია,მას კი მწვრთნელის ნდობა და დახმარება სჭირდება.მაინც იმედი მაქვს რომ ვაკო აღიდგენს ფსიქოლოგიურ მდგრადობას და შეძლებს კალაპოტში ჩადგომას.
სოსო
16:27 20-04-2017
0
ვაკო ჩვენ ერთად გვითამაშია ვიცი შენი ხასიათი და ქართველი გულშემატკივრის სახელით გთხოვ არ დანებდე და გააკეთე ისე როგორც შენითვის იქნება უკეთესი,სჯობს დაბრუნდე ვიტესში და ხელახლა თქვა შენი სიტყვა...წარმატებები მეგობარო
ghjk
16:52 20-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული