ლევან მჭედლიძის თამაში "სასუოლოსთან" ძალზე საეჭვოა

AutoSharing Option
"პიანეტა ემპოლის" მტკიცებით, ლევან მჭედლიძის თამაში "სასუოლოს" წინააღმდეგ ძალზე საეჭვოა.

"ემპოლი" უკვე ემზადება "სასუოლოსთან" მატჩისთვის, რომელიც 30 აპრილს გაიმართება. მჭედლიძე ვერ ვარჯიშობს.

ქართველ ფორვარდს მარცხენა მუხლის მყესების გაჭიმვა დაუდგინდა, თუმცა ეჭვობენ, რომ არის მცირე დაზიანებაც. ეს დიაგნოზი გაცილებით უკეთესია, ვიდრე თავიდან ეგონათ, თუმცა უახლოეს მატჩში ჩვენებურის სტატუსი მაინც "ძალზე საეჭვოა".

ექიმთა გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ფორვარდი, რომელმაც 6 გოლი გაიტანა სერია A-ს მიმდინარე სეზონში, მალე გამოჯანმრთელდეს.

"ემპოლი" 29 ქულით მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონას
5 ქულით უსწრებს. ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტური დარჩა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული