"ემპოლი" უკვე ემზადება "სასუოლოსთან" მატჩისთვის, რომელიც 30 აპრილს გაიმართება. მჭედლიძე ვერ ვარჯიშობს.
ქართველ ფორვარდს მარცხენა მუხლის მყესების გაჭიმვა დაუდგინდა, თუმცა ეჭვობენ, რომ არის მცირე დაზიანებაც. ეს დიაგნოზი გაცილებით უკეთესია, ვიდრე თავიდან ეგონათ, თუმცა უახლოეს მატჩში ჩვენებურის სტატუსი მაინც "ძალზე საეჭვოა".
ექიმთა გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ფორვარდი, რომელმაც 6 გოლი გაიტანა სერია A-ს მიმდინარე სეზონში, მალე გამოჯანმრთელდეს.
"ემპოლი" 29 ქულით მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონას