პიტერ ბარნსი: "სიტიმ" გიორგი ქინქლაძე "იუნაიტედს" ცხვირწინ ააცალა

AutoSharing Option
27 აპრილს "ეტიჰადზე" მანჩესტერული დერბი გაიმართა - "სიტიმ" "იუნაიტედს" უმასპინძლა და 0:0 დაუზავდა. ამ შეხვედრას სპეციალური სტუმრის სტატუსით ესწრებოდა "სიტის" ქართველი ლეგენდა გიორგი ქინქლაძე.

ამასთან დაკავშირებით ბევრი დაიწერა ბრიტანულ მედიაში, ხოლო BBC Radio Manchester-მა აქამდე უცნობი დეტალი გამოავლინა. თურმე, "სიტის" ფანების კერპი თავისუფლად შეიძლება გამხდარიყო "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავი.

აი, რას იხსენებს რადიოსთან საუბარში პიტერ ბარნსი, "სიტისა" და "იუნაიტედის" ყოფილი ვინგერი:

"წინა დღით ველაპარაკე გიოს და მან მითხრა, რომ "იუნაიტედში" მიდიოდა სათამაშოდ. ის ბავშვობიდან "იუნაიტედის" ფანი იყო. მეორე დღეს კი "სიტის"
პრეზიდენტმა ფრენსის ლიმ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა და დანარჩენი ყველამ კარგად იცით. მადლობა ღმერთს, ის "სიტიში" მივიდა სათამაშოდ".

Sportall.Ge
გიორგი ქინქლაძე გუშინდელი დერბის წინ "ეტიჰადის" მინდორზე
მკითხველის კომენტარები / 4 /
"მადლობა ღმერთს, ის "სიტიში" მივიდა სათამაშოდ". - აი აქ ღმერთს მადლობა "სიტის" გულშემატკივრებიდან და არა ქინქლაძიდან ან ქართველი გულშემატკივრიდან. -"სიტი" გავარდა და ქინქლაძეც გადაიყოლა დაბალ ლიგაში, რამაც მის კლასსზე უარყოფითად იმოქმედა. -"იუნაიტედში" ეს არ ელოდა!
იბერია
22:02 28-04-2017
1
ქინქლაძე ცოტა ფორმა არ გაწყენდა)
giorgi
16:55 28-04-2017
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული