20:30 28-04-2017
ნოდარ სიმსივე: ამხელა "დევებში" პატარა ქვეყნისა და პატარა ნაკრების დიდი წარმომადგენელი იყო
AutoSharing Option
მისმა ემოციურად წაყვანილმა მატჩებმა გულშემატკივარში ნამდვილად პოზიტივი გამოიწვია და ამას ის გამოხმაურებებიც ადასტურებს, რომელიც ხშირად მის წაყვანილ მატჩებს აქვს. ერთ-ერთი ასეთი კი "მილანი"-"ემპოლის" მატჩი იყო, სადაც სტუმართა გუნდის ქართველმა ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ თავი მორიგი გოლით გამოიჩინა.
"ჩვენი ხატია სამშობლო... აი, ასე თამაშობენ ფეხბურთს საქართველოში!", - ეს ის სიტყვებია, რომლითაც სიმსივე მჭედლიძის გოლს გამოეხმაურა და რომელსაც, შემდგომ, ძალიან ბევრი გულშემატკივარი იზიარებდა.
Sportall.ge-მ ქართველ კომენტატორთან ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, რომლის ერთ-ერთი ნაწილი სწორედ მჭედლიძის გოლსა და იმ გამოხატულ ემოციას დაეთმო. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩამდე მჭედლიძემ სოციალურ ქსელში სწორედ ნოდარ სიმსივის მიერ წაყვანილი ერთ-ერთი მატჩის ვიდეო გამოაქვეყნა შემდეგი წარწერით: "არ მჯერა, რომ ქართველი კომენტატორია".
"თუ მსახიობს ყველაზე მეტად ოსკარი უხარია, მე მჭედლიძის ეს პოსტი გამიხარდა. ვოცნებობ, ოდესმე საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩები წავიყვანო და ამ დროს, უცებ, სრულიად მოულოდნელად, ჩემ წაყვანილ მატჩს ეხმაურება ლევან მჭედლიძე. ის მჭედლიძე, რომელმაც წლების წინ შოტლანდიასთან ზეიმის საბაბი მომცა და ახლაც ანალოგიური გააკეთა.
ჩვენს ქვეყანაში სულ ნეგატივია, გულშემატკივარი წაგებებსაა მიჩვეული... ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე გეუბნებით - მჭედლიძის გოლის შემდეგ ცრემლები წამომივიდა. ამხელა "დევებში" ერთი ქართველი იყო, რომელსაც ტრავმა ახლად მოშუშებული ჰქონდა, მოედანზე გამოვიდა, თავით გაიტანა და იმწამსვე, ჩვენი ხატია სამშობლო-მეთქი!
ქართველებს შეგვიძლია გოლების გატანა და თანაც, სად? ეს ხომ არ არის რომელიმე დაბალი დონის ლიგა?! იტალიის სერია A-ში გაუტანა ჯანლუიჯი დონარუმას, რომელიც მალე იმ ჯანლუიჯი ბუფონის გზას დაადგება, რომლისთვისაც მჭედლიძეს "პალერმოს" მაისურით აქვს გატანილი.
საერთოდ, იმდენად დიდი მოლოდინი მქონდა მჭედლიძის თამაშის, როგორც კი იტალიის ჰიმნი დასრულდა, ვეღარ მოვითმინე და ჩვენი ჰიმნი ვიმღერე. მოედანზე ქართველი იყო და საქართველოს ჰიმნიც სწორედ ამიტომ შევასრულე. მოედანზე პატარა ქვეყნისა და პატარა ნაკრების დიდი წარმომადგენელი დავინახე და ეს იყო დიდი ბედნიერება...
შემდეგ სოციალურ ქსელში კომენტარებს გადავხედე, ერთ-ერთი გულშემატკივარი ამ გოლზე წერდა, რამხელა ქვეყანა ვყოფილვართო... ეს ძალიან მესიამოვნა", - თქვა სიმსივემ.
სრულ ინტერვიუს Sportall.ge ორშაბათს, 1-ელ მაისს შემოგთავაზებთ.
მკითხველის კომენტარები / 17 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
იქნებ ტრენინგები ჩაუტაროს სხვა კომენტატორებს....
0
0
კახა ეგ ნიჭი შიგნიდან თუ არ მოდის,ტრენინგი და მასტერკლასი არ შველის. ცნობილაძის ლაპარაკის გაწელილ მანერას და ბორძიკს რა მასტერკლასი უშველის? სამწუხაროდ სილკი ქართული სეტანტას არ უჩვენებს და ეს რეპორტაჟი არ მინახავს
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული