გურამ კაშია: "ვიტესში" ვრჩები... ევროპის ლიგაზე 6 მატჩი ახალი მოტივაციაა

AutoSharing Option
არნემის "ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ ჰოლანდიის თასის მოგების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- [ლეგიონის უქმეები] ტიტული, რომელმაც გურამ კაშია "ვიტესის" ლეგენდად აქცია [VIDEO]

"ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა. ემოციებისგან დაცლილი ვარ და ძალიან ვამაყობ.

ჩვენ არც "ფეიენოორდი" ვართ, არც "აიაქსი" და არც პსვ. ჩვენს კლუბს იშვიათად ეძლევა ტიტულის მოპოვების შანსი, ამიტომ ასეთ რამეს მიჩვეულნი არ ვართ.

რა თქმა უნდა, "ვიტესში" ვრჩები. ევროპის ლიგაზე მინიმუმ ექვსი მატჩი ჩემთვის ახალი მოტივაციაა. ეს ძალიან საინტერესო მატჩები იქნება", - თქვა კაშიამ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ყოჩაღ გურამ!..
1976-1981
13:26 01-05-2017
0
საინტერესო ისაა რომ ბედის ირონიით სწორედაც ან ტორპედოს ან კიდევ ბათუმის დინამოს წააყდება ვიტესი და კაშია...
Guadua
13:55 01-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული