ჯაბა ჯიღაური: ჩემი მომავალი ევროასპარეზის შემდეგ გაირკვევა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ვარდარის" ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური მაკედონიის ჩემპიონია. 7 მაისს "ვარდარმა" 6:0 მოუგო "მაკედონიას" და ჩემპიონობა ნაადრევად გაინაღდა.

- [ლეგიონის უქმეები] ცხრა გოლი, ჯანოს და ჯაბას ტიტულები [VIDEO]

ჯიღაურმა ემოციები Sportall.ge-ს გაუზიარა.

"ზოგადად, ძალიან სასიამოვნოა, ქვეყნის ჩემპიონი რომ ხდები და ორმაგად სასიხარულოა, როცა ამას სხვა ქვეყნის კლუბთან ერთად აკეთებ.

კლუბში როცა მოვედი, მეორეადგილოსანთან 4-ქულიანი უპირატესობა გვქონდა. დარჩენილი მატჩების უმეტესობა მაღალ დონეზე ჩავატარეთ და ჩემპიონები დამსახურებულად გავხდით. ჩემპიონობა იმავე დღის საღამოს გუნდთან ერთად ვიზეიმე.

ახლა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მეორე
საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოგვიწევს ბრძოლა და ჩემი მომავალიც სწორედ ევროასპარეზის შემდეგ გაირკვევა. კლუბთან კონტრაქტი დეკემბრამდე მაკავშირებს და ცხადია, ის ბევრ რამეს გადაწყვეტს. თუ ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა მოვახერხეთ, მოვლენები სხვანაირად განვითარდება.

ჯერ წინ 1-თვიანი მოსამზადებელი ეტაპია, შემდეგ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიც დაიწყება. ამ ეტაპზე მხოლოდ ამაზე ვფიქრობ!", - გვითხრა ჯიღაურმა.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ნახევარმცველი "ვარდარში" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში თბილისის "დინამოდან" გადაბარგდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული