[ლეგიონი] U21: გიორგი არაბიძემ "შახტარში" დუბლი გაიფორმა

AutoSharing Option
12 მაისს უკრაინის 21-წლამდელთა ჩემპიონატის 29-ე ტური გაიმართა. გიორგი არაბიძის "შახტარმა" სტუმრად ოდესის "ჩერნომორეცი" ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

ქართველი შემტევი დონეცკელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო, მოედანზე 86 წუთი გაატარა და დუბლიც გაიფორმა.

როგორც "შახტარის" ოფიციალური საიტი იუწყება, არაბიძე მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ის დონეცკელთა შეტევებში მონაწილეობას აქტიურად იღებდა და თანაგუნდელებს არაერთი საგოლე მომენტი შეუქმნა.

თავად კი პირველი გოლი მატჩის 63-ე წუთზე გაიტანა, 9 წუთში პენალტიც ზუსტად შეასრულა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მიმდინარე სეზონში ეს არაბიძის მე-12 გოლია.
მკითხველის კომენტარები / 6 /
3 ცლიანი ქონდა ამ ზაფხულს Gადის ორი ცელი და უკვე Eცჰალიცჰებიან მაგრამ რამდენადაც Mე ვიცი არ Aცერს ცასვლა უნდა Aრაბიდზეს ამ ზაფხულს ტუ Aრ გაუსჰვეს ზამტარსჰი Uკვე სჰეუცლია სხვა Gუნდტან გააფორმოს
Kaxa
13 მაისი 2017 20:04
0
ეხ რას წავა ძმაო, ჩვენების ამბავი, რომ ვიცი 4 წელზე ნაკლები კონტრაქტი არ ექნება დადებული.D
ika -s
13 მაისი 2017 16:57
0
წადი მაქედან სასწრაფოდ !
ika
13 მაისი 2017 16:15
0
შახტარში რამდენი ჩვენი ტალანტები წავიდა იქ მოკლეს ყველა ხომ გახსოვთ ეს და უშველეტ ამ ბიჭს ტორე მაგათ გზას ადგას უკვე. მეტი რა ქნას უკრაინის დონეზე მართლაც იტამასშებს და რატო აფუჭებენ ვერ გავიგე
achi
13 მაისი 2017 15:44
0
ვიღაცამ ურჩიეთ დატოვოს შახტარი,თორემ ოქრიაშვილივით იმედის მომცემ ტალანტად დაბერდება.
qutaiseli
13 მაისი 2017 14:04
0
მეტი რა ქნას ამ ბიჭმა? გუნდი უნდა შეიცვალოს
ლევანი
13 მაისი 2017 12:09
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული