შოთა არველაძე ტაშკენტის "ფახთაქორში"?

AutoSharing Option
Championat.asia-ს ინფორმაციით, შოთა არველაძე 12 მაისს უზბეკეთის ჩემპიონატის მატჩს დაესწრო ტაშკენტის "ფახთაქორსა" და "ბუხარას" შორის (2:1).

წყაროს ცნობით, ქართველი სპეციალისტი "ფახთაქორის" შეფებს ესაუბრა, თუმცა რა თემაზე იყო შეხვედრა და იყო თუ არა მწვრთნელობის შეთავაზება უზბეკური მხარისგან, უცნობია.

"ფახთაქორმა" სეზონი ცუდად დაიწყო, 10 ტურის შემდეგ გუნდი 14 ქულით მხოლოდ მე-8 ადგილზეა, რაც უზბეკური გრანდისთვის შეუფერებელი პოზიციაა. გუნდს უზბეკი სპეციალისტი დიასურ აბდურაიმოვი ხელმძღვანელობს.

შოთა არველაძემ სამწვრთნელო კარიერა 2008 წელს "ალკმაარში" მწვრთნელის ასისტენტის რანგში დაიწყო. იგი თურქეთში "ქაისერის", "ქასიმფაშასა" და "ტრაბზონს" წვრთნიდა, ხოლო
ამ სეზონში თელ-ავივის "მაკაბის" ჩაუდგა სათავეში. ებრაულ კლუბში იგი იანვარში მოხსნეს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
კარგით რა ამას ბათუმის დინამოს გაწვრთნა არ სჯობია?
gverda
19 მაისი 2017 12:35
0
პახთაქორი არა ბაირამდუდუკი გაიარე რა
maxo
18 მაისი 2017 01:32
0
დაწყებით ყველგან კარგად დაიწყო, მარა გაგრძელება არსად აღარ გამოუვიდა იმედია ჯერ.
jj
17 მაისი 2017 22:39
0
ხაშურის ივერიას არ გაწვრთნის?
lado
17 მაისი 2017 22:00
0
კაი კაცოოო ვინ სჰენისჰნააა პაპარეაცები დასდევვენ ტურმე აი ტურმე სად ყოფილა სჰოტი ჰვენ კი ევროპასჰი ვედზებდიტ.
bajo
17 მაისი 2017 21:36
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული