"კიკერის" ვერსიით, აკაკი გოგია II ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელია

AutoSharing Option
აკაკი გოგია, გერმანული გამოცემა "კიკერის" შეფასებით, II ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელია. დრეზდენის "დინამოს" ქართველი შემტევი ნახევარმცველის საუკეთესო შეფასება 2,79 ბალია.

ის ოდნავ უსწრებს რობერტ ვულნიკოვსკის (ვიურცბურგერი) - 2,82 და ტორსტენ კირშბაუმს (ნიურნბერგი) - 2,85.

ბოლო ტურში "კარლსრუესთან" მატჩში (4:3) გოგიამ დუბლი შეასრულა და "კიკერისგან" 2 ბალი მიიღო (გერმანიაში 1 საუკეთესოა, 5 - უარესი).

ქართველის ანგარიშზე 19 მატჩში 10 გოლი და 2 საგოლე პასია. ამასთან, მას ბევრი ტრავმის გამო გაუცდა.

Liga-Zwei.de-მ 33-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ფანებს შეარჩევინა. გოგია ხმების 37%-ით მეორე
ადგილზე გავიდა რაინჰოლდ იაბოს (არმინია) - 39% - შემდეგ.

Sportall.Ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 13 /
შანსი ალბათ მიეცემა ყოველ შემტხვევაში თავში არ აუვარდება რატომგაც მგონია
თამაზი
13:57 20-05-2017
0
სამივეს ამოაგდებს, თუნდაც იმიტომ, რომ მათზე მაღალი სათამაშო კლასი აქვს.
ფეხბურთი
13:06 20-05-2017
0

სიახლეები პოპულარული