ალბათ, ამ შეხვედრისას განიხილეს უზბეკეთის ჩემპიონატში დედაქალაქური კლუბის ძალიან ცუდი სტარტი და ჩანს, შოთას მთავარი მწვრთნელის პოსტიც შესთავაზეს.
ამ დროისთვის, "ფახთაქორს" ადგილობრივი სპეციალისტი, იასურ აბდურაიმოვი ავარჯიშებს, არველაძე კი ბოლოს თელ-ავივის "მაკაბის" მთავარი მწვრთნელი იყო...
ჩვენი ინფორმაციით, "ფახთაქორი" მართლაც არის დაინტერესებული ქართველი მწვრთნელის სამსახურით და შოთაც ნამდვილად იყო ტაშკენტში, თუმცა "ფახთაქორში" მისი დასაქმების საკითხი გადაწყვეტილი არ
არველაძეს აქვს სხვა შეთავაზებებიც, რაც კარგად უნდა აწონ-დაწონოს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება. საფიქრებელია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ შოთა სხვა წინადადებებსაც მიიღებს და არ სურს, რომ აჩქარდეს.
თავის მხრივ, ტაშკენტის "ფახთაქორიც" საინტერესო გამოწვევა იქნებოდა. ამ გუნდში თამაშობდა და კაპიტნის სამკლავურიც ემოსა საქართველოს ნაკრებში ნათამაშებ კახა მახარაძეს, ვისგანაც გვსმენია, რომ "ფახთაქორში" ყველაფერი საათივით იყო აწყობილი და არა გვგონია, ახლა რამე შეცვლილიყო (თუ არ ჩავთვლით სპორტულ მხარეს და გუნდის ცუდ სტარტს, რაც სხვა საკითხია).
რა თქმა უნდა, "ფახთაქორის" ხელმძღვანელობას არ აკმაყოფილებს გუნდის სადღეისო ყოფა. თვალის ერთი გადავლებითაც ჩანს, რომ ტაშკენტელთა შემადგენლობა გაძლიერებას საჭიროებს და ეს იმის მიუხედავად, რომ გუნდში უზბეკეთის ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი თამაშობს. ჰყავთ ორი ლეგიონერიც - ჩერნოგორიელი მცველი ადნან ორაჰოვაცი, რომელიც გუნდში 2015 წლიდან თამაშობს და სერბი უკანახაზელი - იურიცა ბულიატი.
ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ სამწვრთნელო ასპარეზზე შოთას "ალკმაარში" (ლუი ვან გაალის ასისტენტად), "ქაისერისფორში", "ქასიმფაშასა" და "ტრაბზონსფორში", ბოლოს კი თელ-ავივის "მაკაბიში" უმუშავია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
რა დაგიშავათ შ არველაძემ? ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო, მწვრთნელია და აკეთებს რაც შეუძლია. მაგის ერთი ოფლიანი მაიკის ფასი რა გაგიკეთებიათ ქვეყნისთვის ან თქვენი ოჯახებისთვის!
ფულზე თუ იბოღმებით, თავისი ნიჭით და ოფლით უშოვია, ისიც არა აქ! თქვენც იშოვეთ გინდათ ტაშკენტში და გინდათ ფხენიანში
რამ წაგახდინათ!