აკაკი გოგია 1,1 მილიონ ევროდ ბერლინში გადადის

AutoSharing Option
გერმანული მედიის ინფორმაციით, 25 წლის აკაკი გოგია კარიერას ბერლინის "უნიონში" გააგრძელებს.

ქართველი ინგლისური "ბრენტფორდიდან" იჯარის წესით თამაშობს დრეზდენის "დინამოში". საიჯარო ხელშეკრულებით, "დინამოს" მისი გამოსყიდვა 750 ათას ევრო შეეძლო. სწორედ ეს პუნქტი აამუშავეს და გოგია 750 ათასად გამოისყიდეს.

ამის შემდეგ "დინამო" "უნიონს" შეუთანხმდა, რომ ქართველს 1,1 მილიონ ევროდ მიჰყიდის. ასე რომ, "დინამომ" "კიკერის" ვერსიით II ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელის თამაშითაც იხეირა (10 გოლი, 2 საგოლე პასი) და თანხითაც (350 ათასი ევრო).

ბოლოსწინა ტურის წინ "უნიონი" 57 ქულით მე-4 ადგილზეა და ბუნდესლიგაში გადასვლის
შანსი აღარ აქვს. "დინამო" 49 ქულით მეხუთე ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდაო და პირველ ლიგაში არავის მოეწონა?
სოსო
09:01 19-05-2017
0
ახლა მგონი თანახმაა, მარა რატომხაც ჩვენი ფედერაცია არ აქტიურობს.
sabonis
22:17 18-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული