იტალია, სერია A.
"ატალანტასთან" მნიშვნელოვანი მატჩისთვის "ემპოლის" ფორვარდი ლევან მჭედლიძე ბოლომდე ვერ გამოჯანმრთელდა, თუმცა ის განაცხადში მაინც იყო. "ემპოლი" 0:1 დამარცხდა და ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება. თუ "ემპოლი" სტუმრად მჭედლიძის ყოფილ გუნდ "პალერმოს" მოუგებს, სერია A-ში დარჩება.
იტალია, ლეგა პრო.
პლეი აუტი. პლეი აუტში "ტუტოკუოიო" შინ 2:2 დაუზავდა "პრატოს" და ახლა საპასუხო მატჩი
ესპანეთი, ლა ლიგა 1|2|3.
გიორგი აბურჯანია სათადარიგო იყო, "სევილიას" დუბლები კი სტუმრად "რეუსთან" დამარცხდა - 1:2.
გერმანია, II ბუნდესლიგა.
აკაკი გოგიამ ბოლო მატჩი ითამაშა დრეზდენის "დინამოს" შემადგენლობაში. მისი გუნდი შინ 1:1 დაუზავდა "არმინიას". ჩვენებური 74-ე წუთზე გამოცვალეს, მანამდე კი გააფრთხილეს.
ლუკას ჰუფნაგელის (76-ე წუთზე შევიდა) "ნიურნბერგი" სტუმრად 0:1 დამარცხდა "კაიზერსლაუტერნთან".
საფრანგეთი, ლიგა 2.
ჯაბა კანკავას "რეიმსმა" 95-ე წუთზე გაუშვა "ამიენთან" გოლი და 1:2 დამარცხდა. ჯაბამ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. ამ გამარჯვებით "ამიენი" ელიტაში გადავიდა, ხოლო "რეიმსმა" ტურნირი მე-7 ადგილზე დაასრულა. ჯაბამ სეზონის 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 6 ყვითელი ბარათი მიიღო, ერთიც - წითელი.
პორტუგალია, პრიმეირა ლიგა.
გიორგი მაკარიძის "მორეირენშემ" 3:1 მოუგო უმოტივაციო "პორტუს" და ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. ქართველმა მეკარემ ჩემპიონატის ბოლო მატჩი თავიდან ბოლომდე ჩაატარა.
პორტუგალია, სეგუნდა ლიგა.
რომან ჭანტურიას გარეშე მოთამაშე "ოლიანენშემ" 3:1 მოუგო "პანაფიელს", ხოლო ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტე" შინ "ფამალიკაუსთან" დამარცხდა - 0:2.
თურქეთი, I ლიგა.
სანდრო კობახიძის "გიოზთეფე" სტუმრად 1:1 დაუზავდა "დენიზლის". სანდრომ 90-ე წუთიდან ითამაშა. რეგულარული სეზონი მორჩა, ახლა "გიოზთეფე" ელიტაში გადასვლისთვის პლეი ოფში ითამაშებს.
ავსტრია, ბუნდესლიგა.
გიორგი ქვილითაია "შტურმთან" თამაშის 24-ე წუთზე შესაცვლელი გახდა, "რაპიდმა" კი 1:0 იმარჯვა და 40 ქულით მე-6 ადგილზეა.
რუმინეთი, ლიგა 1.
აკაკი ხუბუტიას "გაზ მეთანი" სტუმრად "იაშისთან" 0:1 დამარცხდა. ჩვენებური 90 წუთი მოედანზე იყო. პირველ ტაიმში ის გააფრთხილეს. "გაზ მეთანს" გავარდნა აღარ ემუქრება.
დანია, სუპერლიგა.
ქართველთა "ესბიერგი" პლეი აუტში 1:1 დაუზავდა "ჰორსენსს". ოთარ კაკაბაძე სათადარიგო იყო, ხოლო ბუდუ ზივზივაძე და ლაშა პარუნაშვილი მატჩის განაცხადში არ ყოფილან.
დღეს მათე ვაწაძის "ვიბორგი" "ორჰუსს" მასპინძლობს.
პოლონეთი, ექსტრაკლასა.
ლუკა ზარანდიას "არკა" უშუალო კონკურენტ "შლიონსკთან" განადგურდა სტუმრად 1:4 და გასავარდნ ზონაშია. ქართველი მოედანზე 74-ე წუთზე შევიდა.
მათე ცინცაძე "პოგონის" სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა, თუმცა მისი გუნდი სტუმრად "ვისლასთან" 0:4 განადგურდა. ქართველი ნახევარმცველის გუნდი მე-7 ადგილზეა.
გიორგი მერებაშვილის (90 წთ) "პლოცკი" შინ "ზაგლებიესთან" 1:2 დამარცხდა.
ნიკა ძალამიძის "ლენჩნამ" სტუმრად 1:2 დათმო "პიასტთან". ქართველი ბოლო ტურებია, აღარ თამაშობს.
"ლეგია" მეორეადგილოსან "იაგელონიას" ესტუმრა და 0:0 დაუზავდა. ამ მნიშვნელოვან დაპირისპირებაში ვაკო ყაზაიშვილის ადგილი ვერ გამოიძებნა ვარშაველთა განაცხადში.
შვედეთი, ოლსვენსკანი.
ზურაბ ცისკარიძეს "ესკილსტუნას" სასტარტოში მოხვედრა არ უჭირს, თუმცა ამ გუნდს უჭირს ელიტაში თამაში. ამჯერად, "ესკილსტუნამ" ქულები დააკარგვინა ერთ-ერთ ლიდერ "ჰაკენს" - 0:0. ბოლოადგილოსნის რიგებში შეუცვლელად ითამაშა ქართველმა მცველმა.
კვიპროსი, I დივიზიონი.
ქართული დაპირისპირება შედგა კვიპროსში, სადაც ირაკლი მაისურაძის (90 წთ) "ერმისი" 3:4 დამარცხდა "ახნასთან". გამარჯვებულთა რიგებში შეუცვლელად მოთამაშე ნიკა კაჭარავამ ერთი გოლი გაიტანა, ერთიც - რუსეთის მოქალაქე ნიკა ყიფიანმა, გიორგი ილურიძე კი სათადარიგოს როლს დასჯერდა. 23 წლის კაჭარავამ ჩემპიონატი 16 გოლით დაასრულა.
სლოვაკეთი, ფორტუნალიგა.
ბოლოსწინა ტურში გიორგი ბერიძის "ტრენჩინმა" მეორეადგილოსან "სლოვანს" 3:2 მოუგო. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა და ბოლოს ყვითელი ბარათი მიიღო. თუმცა მთავარი 1:1-ზე მისი გატანილი სუპერგოლია. ეს ქართველის მესამე გოლია ჩემპიონატში.
უნგრეთი, OTP ბანკ ლიგა.
"დიოშდიორმა" 0:0 ითამაშა სტუმრად მტკ-სთან. ბუბა დაუშვილმა ბოლო ათი წუთი ითამაშა.
ფინეთი, იუკონენლიგა.
ირაკლი სირბილაძის (90 წთ) კპვ-მ 1:0 მოუგო გრიფკ-ს.
მაკედონია, I ლიგა.
"ვარდარმა" "რენოვას" 2:0 მოუგო. ჯაბა ჯიღაური შესვენებაზე ჯონათან ბალოტელიმ შეცვალა, რომელმაც შემდეგ გოლი გაიტანა.
რუსეთი, პრემიერლიგა.
ტულის "არსენალმა" 3:0 გაანადგურა ჩემპიონი "სპარტაკი" და ამით პირდაპირ გავარდნას გადაურჩა, მაგრამ პლეი აუტში ითამაშებს. გამარჯვებულთა რიგებში სრულად ითამაშა გია გრიგალავამ (6,5 ბალი "ჩემპიონატისგან"), ხოლო წაგებულთა შორის 64-ე წუთზე გამოჩნდა ჯანო ანანიძე (6 ბალი). "სპარტაკი" მე-12 წუთზე 10 კაცის ამარა დარჩა, როცა გიორგი ჯიქია გააძევეს.
გავარდნით კი გიორგი ლორიას "კრილია სოვეტოვი" გავარდა. გადამწყვეტ მატჩში მწვრთნელმა ლორიას ნაცვლად კონიუხოვი დააყენა და "კრილია" შინ 1:3 დამარცხდა "ტერეკთან".
საბა კვირკველიას (90 წთ) "ლოკომოტივი" შინ 0:2 დამარცხდა "ზენიტთან". ჩვენებური "ჩემპიონატმა" 6 ბალით შეაფასა.
ელგუჯა ლობჯანიძის "ორენბურგმა" 2:0 მოუგო "როსტოვს" და პლეი აუტში ითამაშებს. ლობჯანიძე 75-ე წუთზე შეცვალეს, მანამდე გააფრთხილეს.
ტრავმირებული თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარმა" სტუმრად 5:1 მოუგო "ტომს" და ევროპალიგის საგზური მოიპოვა.
ქართველთა "ურალმა" სტუმრად "უფასთან" წააგო – 0:1. ჯიმი ტაბიძე და გიორგი ჭანტურია ტრავმირებულები არიან.
რუსეთი, I დივიზიონი.
მამუკა კობახიძის "ნეფტეხიმიკმა" 0:2 წააგო "ენისეისთან" და ჩემპიონატი ბოლო ადგილზე დაასრულა. ჩვენებურს არ უთამაშია.
უკრაინა, პრემიერლიგა.
დუბლების ჩემპიონატში გიორგი არაბიძემ ორი გოლი გაიტანა "შახტარისა" და "ოლიმპიკის" ახალგაზრდული გუნდების მატჩში, რომელიც 4:0 მორჩა. ჩვენებურის დარტყმას მოჰყვა "შახტარის" პირველი გოლიც, პენალტი კი მან პანენკას სტილში შეასრულა. მატჩის მიწურულს ჩვენებურმა საჯარიმო დარტყმით გაიტანა, მანამდე კი მისი ერთ-ერთი საჯარიმო ხარიხამ აისხლიტა. ქართველი ბომბარდირთა დავაში ლიდერია.
ვახტანგ ჭანტურიშვილის (მე-80 წუთზე გამოვიდა) "ოლექსანდრია" 1:1 დაუზავდა დავით ხოჭოლავას (ტრავმა) "ჩერნომორეცს".
"ზორიამ" სტუმრად დაამარცხა კიევის "დინამო" - 2:1. სტუმართა რიგებში 65-ე წუთამდე ითამაშა ჯაბა ლიპარტიამ.
ბელორუსი, ვისშაია ლიგა.
ვაკო გვილიას ბატე-მ გოგიტა გოგატიშვილის "დინამოს" 1:0 მოუგო. ქართველებს არ უთამაშიათ, გვილია სათადარიგო იყო.
გიორგი ქანთარიამ შეუცვლელად ითამაშა, მისმა "ნემანმა" კი 2:0 მოუგო "კრუმკაჩის". ოთარ ჯავაშვილის (90 წთ) "სლავია" შინ "ისლოხთან" დამარცხდა - 2:3.
მოლდოვა, დივიზია ნაციონალა.
ჩემპიონის ბედს "ოქროს მატჩი" გაარკვევს გუგა ფალავანდიშვილის "დაჩიასა" და "შერიფს" შორის, რომლის დირექტორიც ვაჟა თარხნიშვილია.
ირაკლი ჩომახაშვილის (სათადარიგო) "უნგენი" შინ 0:6 განადგურდა "შერიფთან", ხოლო "დაჩიამ" სტუმრად 3:2 მოუგო "საქსანს".
ლატვია, ვირშლიგა.
"რიგასმა" "ბაბიტეს" 2:1 მოუგო. ლაშა შერგელაშვილი გამარჯვებულთა რიგებში უკვე მე-14 წუთზე გამოჩნდა, ხოლო გიორგი დიაკვნიშვილი სათადარიგო იყო.
"ლიეპაიამ" 3:0 მოუგო "იელგავას". გამარჯვებულთა რიგებში სათადარიგო იყო გიორგი ერისთავი.
ესტონეთი, მეისტრილიგა.
კვლავ გამოიჩინა თავი ზაქარია ბეგლარიშვილმა, რომლის "ფლორამაც" "ინფონეტს" 3:0 მოუგო. ზაქარიამ 37-ე წუთზე გახსნა ანგარიში, 86-ე წუთზე კი იგი შეცვალეს. ქართველს 11 მატჩში 5 გოლი დაუგროვდა.
სომხეთი, პრემიერლიგა.
ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ირაკლი კვეკვესკირის "ალაშკერტი" თითქმის ჩემპიონია, რადგან უახლოეს მდევარს 5 ქულით უსწრებს. "ალაშკერტმა" სტუმრად 3:0 მოუგო "ბანანცს", ქართველი ნახევარმცველი სათადარიგო იყო.
ყაზახეთი, პრემიერლიგა.
კახა ცხადაძის "ქაირათმა" 4:0 დაამარცხა "თარაზი". ალმათელები 25 ქულით მესამე ადგილზე არიან.
ცხადაძის გუნდს გოგიტა გოგუასა და ოთარ მარცვალაძის "ორდაბასი" უსწრებს, რომელმაც 2:1 მოუგო "აკტობეს". ამ შეხვედრაში ქართველებს არ უთამაშიათ, განაცხადში მხოლოდ გოგუა იყო.
პავლოდარში ქართული დერბი შედგა - ლაშა დვალის (90 წთ) "ირტიში" 1:1 დაუზავდა უჩა ლობჟანიძისა (90) და ლადო დვალიშვილის (65-ე წუთზე გამოცვალეს) "ატირაუს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"