გიორგი ქვილითაია ეროვნულ ნაკრებს მოლდოვასთან მატჩში დააკლდება

AutoSharing Option
weltfussball.at-ის ინფორმაციით, ვენის "რაპიდის" ფორვარდ გიორგი ქვილითაიას ტრავმა, სამწუხაროდ, მძიმეა. მისთვის სეზონი დასრულდა, იგი ასევე დააკლდება საქართველოს ნაკრებს ივნისში.

გიორგი "შტურმთან" მატჩის (1:0) 24-ე წუთზე დაშავდა და ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

ჩვენებური ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ორ ტურსა და თასის ფინალს გამოტოვებს (1-ელ ივნისს) "ზალცბურგთან".

"სამწუხარო სიახლე გვაქვს გიორგი ქვილითაიასთან დაკავშირებით. მან კუნთი დაიზიანა და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.

მისი მდგომარეობა მძიმე ჩანს, - ამბობს "რაპიდის" თავკაცი გორან ჯურიჩინი. - ქვილითაია რამდენიმე კვირას გამოტოვებს, ის ვერ იქნება დარჩენილ ტურებში და ვერც
ჩემპიონ "ზალცბურგთან" თასის ფინალში.

ჯერ კიდევ გასარკვევია, იქნება თუ არა ქართველი მწყობრში იმ დროისთვის, როცა "რაპიდი" ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს. ქვილითაია ახალი სეზონისთვის უნდა გამოჯანმრთელდეს".

საქართველოს ნაკრები 7 ივნისს შინ ამხანაგურად გაეჯიბრება სენტ კიტსის ნაკრებს, ხოლო 11 ივნისს მუნდიალის შესარჩევ მატჩში ეწვევა მოლდოვას.
მკითხველის კომენტარები / 11 /
გეთანხმებით 100%-ით. მე მაგ თაობის ფეხბურთზე გავიზარდე. ყოველი სანაკრებო მატჩის მოახლოება ზეიმი იყო ჩემთვის. უჭკვიანესი ფეხბურთელების თაობა იყო. მე არ მახსოვს რომელიმე მატჩის წინ შიში მქონოდა ან მე ან ჩემს მეგობრებს რომ აუჰ, ამათ ნეტა თუ მოუგებ და ოღონდ ნიჩია გვათამაშა და ეგეთები. ნებისმიერ ნაკრებთან მოგებას ვთხოვდით. გერმანიასთან, იტალიასთან, ინგლისთან, ბულგარეთთან თუ პოლონეთთან. და ვხედავდით რომ შეეძლოთ თავისუფლად. ეს ეხლა ვარ ვისაც არ უნდა ვეთამაშებოდეთ რომ ყველასთან მინიმალურ შანსს რომ ვაძლევ მე თუ სხვა ნებისმიერი ქომაგი და პესიმიზმით სავსე რომ ვიწყებთ თავიდანვე თამაშის ყურებას. მართალი იყო რომ ითქვა ქვეყანა თავზე გვენგრეოდაო. უშუქობაში და სიცივეში ვარჯიშობდა ნაკრები რომ იკრიბებოდა. ელემენტარულად განათებისა და ცხელი შხაპის პრობლემა იყო. ვინც შუა ევროპაში თამაშობდა იმათ ჩამოჰქონდათ დანარჩენებისთვის ადიდასის და პუმას სპორტული წინდები და ელემენტარული ინვენტარი. ამ მოვლენებმაც ითამაშა დიდი როლი ასეთი მელტალიტეტის ჩამოყალიბებაში. თორემ თაობა ნიჭითა და შესრულებით უძლიერესი იყო....
ანესთეზეოლოგი
14:21 23-05-2017
0
კი იყვნენ ტალანტები მარა რა აქედან? ახლა ამბობს ჯამარაული ეს ჭკუა მქონოდაო მაშინ და კარგი იქნებოდაო. ერტი შოთა იყო ბოლომდე ნამდვილად რომ ითამაშა და თავის თავს მაქსიმუმი გამოწურა(ქეცბაია არ მყავს მხედველობაში, ის ცოტა უფროსია) სირბილი ეზარებოდათ ნაკრებში. ძაღლის ნაკბენივით მახსოვს ლატვიასთან თითქმის მოგებულ თამაშში კობიაშვილი ნაბიჯით სანამ საჯარიმოში მივიდა რომ გაგვიტანეს და ვეღარ მოვიგეთ, არადა ლატვიამ შეურაცმყოფელი რაღაცეები დაგვმართა. ჟილკა არ ქონდათ, არც ხორვატიაში იყო უკეთესი სიტუაცია მარა ჩვენებისგან განსხვავებით კაცები აღმოჩდნენ და მიაღწიეს რაღაცეებს. სანამ ფეხბურთელი გახდება ადამიანი მანამდე სხვა რაღაცეებიც უნდა იცოდეს, მარტო მარიაჟი არ კმარა. მწვანე მინდორზე ის ვერაფერს შველის
ირაკლი ქუთაისელი
15:40 23-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული