მან "სლოვანს" (3:2) ბრწყინვალე გოლი გაუტანა, რაც სლოვაკურ მედიას შეუმჩნეველი არ დარჩენია.
გიორგი ჩემპიონატის რჩეულთა შორის 26-ე ტურის მერე პირველად მოხვდა. მის ანგარიშზე 11 მატჩში 3 გოლია.
მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის ფეხბურთელი მხოლოდ სეზონის მეორე ნახევრიდან თამაშობს სლოვაკეთში, იგი უკვე მეხუთედ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში. სხვათა შორის, გრაფიკაზე სლოვაკებს შეცდომით მეოთხე მოხვედრა უწერიათ.
"ტრენჩინი" 44 ქულით მეხუთე ადგილზეა, ბოლო ტურში ის "ტატრანს" მასპინძლობს (27 მაისს).