მოგეხსენებათ, 22 წლის უკანახაზელი ყაზახურ კლუბში პოლონური "შლიონსკიდანაა" განათხოვრებული...
- ლაშა, მოგვიყევით, როგორ მოხვდით ფეხბურთში?
- ფეხბურთზე 6 წლისა მივედი. ბაბუამ წამიყვანა. წლიდან წლამდე უფრო და უფრო უკეთესად გამომდიოდა ყველაფერი. ძალიან ჩავერთე. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ფეხბურთი. თანდათან მოვუმატე და მივაღწიე იმას, რასაც მივაღწიე - რასაც ახლა ხედავთ.
- როგორ დაიწყეთ პროფესიული კარიერა?
- მე თბილისის "საბურთალოს" აღზრდილი ვარ. ეს გუნდი ახლა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში
ამ ტურნირის შემდეგ იყო ძალიან ბევრი წინადადება - კიევის "დინამოდან", "ზენიტიდან", "კრასნოდარიდან"... სხვა გუნდებიდანაც, მაგრამ მე "რედინგი" ავირჩიე. გავაფორმე სამწლიანი კონტრაქტი, მაგრამ ამ გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ ვივარჯიშე და ამხანაგური შეხვედრები ჩავატარე.
ის ხალხი, ვინც "რედინგში" გადასვლაში დამეხმარა, მპირდებოდა, რომ მექნებოდა ყველანაირი დოკუმენტი, რაც ამ გუნდში თამაშის უფლებას მომცემდა, მაგრამ... დაპირება დაპირებად დარჩა. მე თამაში მინდოდა, ამის საშუალება კი არ მქონდა. ამიტომაც ვითამაშე განათხოვრებით ლატვიასა და თურქულ "ქასიმფაშაში".
იმედი მაქვს, ისევ მოვახერხებ ინგლისში დაბრუნებას, იმედიც მაქვს და ძალიან დიდი სურვილიც.
- მოგვიყევით ბავშვობაზე, ოჯახზე...
- თბილისში, ჩვეულებრივ ოჯახში დავიბადე. ისეთი ბავშვობა მქონდა, როგორც ყველა ნორმალურ ბავშვს. ვარჯიშების შემდეგ მეგობრებთან ერთად სეირნობა მიყვარდა...
- მშობლები სად მუშაობდნენ?
- მამა მერიაში მუშაობდა... არაფერი განსაკუთრებული...
- შენ მუშაობა არ გიწევდა?
- ჩემი სამუშაო ფეხბურთი იყო, თან ამ დროს სკოლაშიც დავდიოდი. მთელი ჩემი ბავშვობა სწორედ ფეხბურთს უკავშირდება. არ ვიცი რატომ, მაგრამ მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ერთი წლით უფროს ბიჭებთან ვვარჯიშობდი.
- თქვენ ყოველთვის ხუმრობთ, რომ გადაკეთებული გაქვთ პასპორტი...
- ძალიან ხშირად გამიგონია ეს (იღიმება). ყველა ტურნირზე ამბობდნენ, ამ ბიჭს პასპორტში აშკარად დაკლებული აქვს ასაკი, ისე კარგად თამაშობსო... 13 წლამდე ჩვეულებრივი სიმაღლისა ვიყავი. მერე ორ წელიწადში უცბად გავიზარდე და მცველად დამაყენეს.
- როგორ აღმოჩნდით "ირტიშში"?
- აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ არის ინტერესი კარგი კლუბისგან და რომ მისი მწვრთნელი დაინტერესებულია ჩემით... დიდხანს არ მიფიქრია. ვიცოდი, რომ ეს არის ამბიციური კლუბი. ვიცი, რომ ყაზახეთის ჩემპიონატი ყოველწლიურად პროგრესირებს.
- სანამ "ირტიშში" გადმოხვიდოდით, ვინმეს თუ ჰკითხეთ რჩევა?
- არავისთვის მიკითხავს რჩევა, გოგიტა გოგუასგან ისედაც ბევრი რამ ვიცოდი "ირტიშზე". ჩვენ ერთად ვიყავით საქართველოს ნაკრებში მაშინ, როცა მას კახა ცხადაძე წვრთნიდა.
- შეადარეთ ერთმანეთს ყაზახეთისა და პოლონეთის ჩემპიონატების დონე?
- ვფიქრობ, პოლონეთის ჩემპიონატის დონე ცოტა უფრო მაღალია. ეს ქვეყანა საფეხბურთო ინფრასტრუქტურითაა გამორჩეული... აქაც არ არის იოლი, ყველა გუნდთან მაქსიმალური სერიოზულობით უნდა ითამაშო. ასეთ დროს იზრდები, როგორც ფეხბურთელი. ერთადერთი პრობლემა არის მოედნები, მაგრამ მთლიანობაში ჩემპიონატი საკმაოდ ხარისხიანია.
- როგორ ატარებთ საღამოს? მაგალითად, ბევრ ფეხბურთელს უყვარს "პლეისთეიშენის" თამაში...
- დავდივარ აქაურ ქართულ რესტორანში, ვუყურენ ფილმებს, ვთამაშობ პინგ-პონგს ბაზაზე... ვერც ერთი თანაგუნდელი ვერ მიგებს, კისლიცინის გარდა... მიყვარს კომპიუტერული თამაშები. აქ კონკურენტი მხოლოდ ერთი მყავს - ნიკიტა კალმიკოვი.
- ვისთან ურთიერთობ გუნდში ყველაზე მეტად?
- საერთოდ, "ირტიშში" შესანიშნავი ატმოსფეროა. აქ კარგი ადამიანები ვარჯიშობენ და თამაშობენ. ყველა გეხმარება ადაპტაციის გავლაში, რაღაცას გკარნახობს, გირჩევს... ჩვენ ერთი გუნდი ვართ! ვიგებთ ერთად და ვაგებთ ერთად, და არა ისე, რომ გოლი ვერ გაიტანო და გისაყვედუროს. ყველაზე მეტ დროს სტეფანთან და ფოფანასთან ერთად ვატარებ.
- თუ გაქვთ კონკრეტული საფეხბურთო ჩვევა, ან თილისმა?
- განსაკუთრებული არაფერი. თამაშის წინ მხოლოდ ვლოცულობ, ღმერთს ვთხოვ დახმარებას. ეს არის და ეს.
- რომელია თქვენს კარიერაში ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი?
- ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო შეხვედრაში შოტლანდიის 19-წლამდელებს რომ მოვუგეთ 3:1. ანგარიში ჩვენ გავხსენით, მაგრამ კაცი გაგვიგდეს და მოწინააღმდეგემ გაგვითანაბრა. პირველი ტაიმის ბოლოს კიდევ ერთი ფეხბურთელი გაგვიძევეს, მაგრამ მაინც მოვიგეთ.
- რატომ აირჩიე 50-ნომრიანი მაისურა "ირტიშში"?
- ეს მიშამ (კლუბის ადმინისტრატორი - რედ) აირჩია, ჩემთვის არ უკითხავს (იცინის). ფეხბურთში მაისურა კი არა, თავი თამაშობს. ისე, მე "21" მიყვარს, მაგრამ დაკავებული იყო...
- ვინ იყო თქვენი კერპი ბავშვობაში?
- ჩემთვის ნომერი პირველი იყო ბრაზილიელი რონალდო. ახლა ძალიან მომწონს მესის, გრიზმანისა და დიბალას თამაში.
- თქვენს პოზიციაზე დღეს ვინ არის საუკეთესო?
- ჩემი აზრით, სერხიო რამოსი.
- თქვენი ხასიათის რომელი თვისება არ მოგწონთ ყველაზე მეტად?
- ამაზე მე ვერ ვილაპარაკებ. ვიცი მხოლოდ ის, რომ საფეხბურთო თვალსაზრისით ბევრი მინუსი მაქვს. მუდმივად უნდა იმუშაო საკუთარ თავზე...
- თქვენი ცხოვრების მთავარი მიღწევა...
- საქართველოს იუნიორთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გასვლა.
- რას ნანობთ ყველაზე მეტად?
- იმავე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ჰოლანდიასთან წაგება. ძალიან დამწყდა გული...
- რა არის თქვენთვის ბედნიერება?
- როცა შენ და შენი ახლობელი ადამიანები ბედნიერები არიან. ბედნიერებაა, დიდი ოჯახი. მყავს საცოლე და ახლო მომავალში ოჯახის შექმნას ვაპირებ.
- ფულს თუ მოაქვს ბედნიერება?
- მატერიალური კეთილდღეობა მთავარი არ არის ცხოვრებაში, ფულის გარეშე მაინც ძნელია, ბედნიერად იცხოვრო.
- ნებისმიერ ადამიანთან გასაუბრების შანსი რომ გქონდეთ, ვის აირჩევდით?
- ალბათ, ბრაზილიელ რონალდოს...
- კითხვა, რომელიც ჩვენი კლუბის ყველა ქომაგს აღელვებს. თქვენი იჯარა "ირტიშში" ზაფხულში მთავრდება. რჩებით თუ მიდიხართ?
- ეს ჯერ არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ძალიან მომწონს აქაურობა. მომწონს ამ მთავარ მწვრთნელთან (ბულგარელი დიმიტარ დიმიტროვი - რედ) მუშაობა. აქ მხოლოდ მე როდი ვწყვეტ ყველაფერს, მე გუნდს ვჭირდები...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"